საქართველოს საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 30 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივებში გლობალური აქციების წილი 19.3%-ს შეადგენს.
„ნოემბერში, გლობალურ ბაზრებზე, ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი შედეგები დაფიქსირდა და საპენსიო სააგენტოს გლობალური აქციების პორტფელი 9.2%-ით გაიზარდა“, – წერია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელის 43.3% ჩრდილოეთ ამერიკაშია ინვესტირებული, 18.5% განვითარებული აზიის რეგიონში, ხოლო 17.4% – ევროპაში. განვითარებად ბაზრებზე 12.5% მოდის, ხოლო ლათინურ ამერიკაზე – 8.3%.
სექტორების მიხედვით, პორტფელის განაწილება ასეთია:
- ფინანსური – 19%;
- საინფორმაციო ტექნოლოგიები – 15.9%;
- ინდუსტრიული – 10.4%
- კომუნიკაციები – 9.7%;
- ენერგეტიკა – 5.5%;
- სხვა – 39.5%.