2023-24 წლებში აჭარაში ბინების ტრანზაქციების 24% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის - Galt & Taggart

2023-24 წლებში აჭარაში ბინების ტრანზაქციების 24% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის - Galt & Taggart

Galt & Taggart-მა უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2018-19 წლებში დაწყებულ უძრავი ქონების პროექტებში არსებული ბინებიდან მხოლოდ 20%-ია გაუყიდავი. ამასთან, 2020-21 წლებში დაწყებულ პროექტებში არსებული ბინებიდან 60% მთლიანად გაყიდულია.

გარდა ამისა, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აჭარის უძრავი ქონების ბაზარზე 2023-24 წლებში საქართველოს მოქალაქეები მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 20%-ს შეადგენენ. სამაგიეროდ, ქართველებზე მეტი, 24%-იანი წილით რუსეთის მოქალაქეები არიან წარმოდგენილნი. ასევე ისრაელის მოქალაქეებს ბაზარზე 6%-იანი წილი უჭირავთ. Galt & Taggart-ის ცნობით, გაყიდვების მეორე ნახევარი მოიცავს მოქალაქეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

აქვე გეტყვით, რომ 2024 წლის I კვარტალში ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 3,371 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც წლიურად 22.8%-იანი, კვარტალურად კი 5.3%-იანი კლებაა. ამავე პერიოდში ქობულეთის უძრავი ქონების ბაზარზე 201 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც წლიურად 24.1%-იანი ზრდაა.