Accor-ის დიზაინზე ორიენტირებული ეკონომიური სასტუმროების ბრენდი ibis Styles-ი 121-ნომრიანი ibis Styles Batumi-ის გახსნის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ახლად აშენებული სასტუმრო Accor-ის ჯგუფის პირველი მისამართია ბათუმში, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში და ქვეყნის წამყვან საზღვაო კურორტზე.
ibis Styles-ის სასტუმროები ხელმისაწვდომობისა და კრეატიული დიზაინის შერწყმითაა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის 670 სასტუმროდან თითოეულს მთელ მსოფლიოში აქვს საკუთარი უნიკალური დიზაინი და თემატიკა, ყველა მათგანს კრეატიული ესთეტიკა, მეგობრული მომსახურება და კომფორტი აერთიანებს, რის გამოც მათი პოპულარობა მოგზაურებში იზრდება. სპეციალურად სტუმრების კომფორტისთვის შეიქმნა ibis Styles-ის Sweet BedTM-ი, ზამბარებიანი საწოლები, რომლებიც არის მოქნილი, აქვს სქელი მატრასი, 7 სმ-იანი ლეიბი კომფორტისთვის, მსუბუქი ბუმბულის საბანი და სტანდარტულზე ორჯერ დიდი მიკრობოჭკოვანი ბალიშები.
ibis Styles Batumi-ის გახსნით Accor-ი საქართველოში სწრაფ გაფართოებას აგრძელებს: მის პორტფელში ამჟამად 10 საკუთრებაა, მუშაობა კი 20-ზე მეტ სასტუმროზე მიმდინარეობს.
„ბათუმი ევროპის ერთ-ერთი მთავარი და გამორჩეული ტურისტული მიმართულებაა. ქალაქის ისტორიული ხიბლისა და თანამედროვე არქიტექტურის შერწყმას რბილი კლიმატი და განსაცვიფრებელი ბუნება ემატება. ბათუმში ჩვენი უახლესი პროექტი Accor-ისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია და საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ჩვენს დებიუტს წარმოადგენს. საქართველო ექსპანსიისთვის უამრავ შესაძლებლობას გვთავაზობს და მზად ვართ, ჩვენი ცნობილი ბრენდები ქვეყანას და რეგიონსაც გავაცნოთ“, – განაცხადა Accor New East Europe-ის მთავარმა ოპერაციულმა დირექტორმა, ალექსის დელაროფმა.
ibis Styles Batumi, რომელიც ბათუმის ცნობილი ბულვარიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს, თავისი ზღვისპირა პარკით, სტუმრებს სთავაზობს კომფორტულ და წყნარ დასვენებას, ასევე ინტერიერის სპორტული თემატიკის უნიკალურ დიზაინს, რომელიც ქართული ეროვნული სპორტით, ლელობურთითაა შთაგონებული.
2019 წლის ევროპის სპორტულ ქალაქთა შორის დასახელებული ბათუმი არის კოსმოპოლიტური დანიშნულების ადგილი, რომელიც სპორტს აქტიურად უწყობს ხელს მრავალი სპეციალიზებული ობიექტის, მაგალითად, ახლახან გახსნილი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მეშვეობით, რომელიც ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის IV კატეგორიას შეესაბამება.
ibis Styles Batumi-ის სასტუმროს ნომრებისა და თავშეყრის ადგილების ნათელი ტონები და დიზაინის ფერადი ელემენტები ჰარმონიულად ერწყმის სპორტული თემატიკით გაფორმებულ საერთო ინტერიერს. სასტუმრო ამაყობს მთისა და ზღვის განსაცვიფრებელი 121 ნომრით, რომლებიც საცხოვრებელ სივრცეებადაა დაპროექტებული, აქ სტუმრებს შეუძლიათ დაისვენონ, აღიდგინონ ძალები ან იმუშაონ. ხმისა და სინათლის გაუმჯობესებული იზოლაცია სტუმრებს კომფორტს და დასვენებისთვის შესანიშნავ პირობებს უქმნის. ibis Styles Batumi ითვალისწინებს ყველა იმ დეტალს, რომლებიც ბავშვებთან ერთად მშვიდი დასვენებისთვისაა საჭირო, მათ შორის, სპეციალურ საბავშვო კუთხეს, რესტორნის საბავშვო მენიუს და მისასალმებელ საჩუქრებს ჩამოსვლისას.
ობიექტების ჩამონათვალი მოიცავს რესტორანს, რომელიც სტუმრებს სთავაზობს საერთაშორისო და ქართულ სამზარეულოს, ასევე ვესტიბიულში მოწყობილ ბარს გამაგრილებელი სასმელებით. კონფერენციებისა და შეხვედრების მოსაწყობად სასტუმროში არის პროფესიონალური ბგერითი სისტემითა და ბრტყელეკრანიანი LCD-ტელევიზორით აღჭურვილი დარბაზიც, რომელიც 80-მდე სტუმარს იტევს.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტამდე მისვლა სტუმრებს 5 წუთზე ნაკლებ დროში შეუძლიათ, მხოლოდ 10 წუთია საჭირო მანქანით ძველ ქალაქამდე მისასვლელად, სადაც მათ ისტორიული შენობები, მყუდრო კაფეები და მაღაზიები ელით.
წელს ibis-ი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ibis-ის ბრენდების ოჯახი მოგზაურობების დემოკრატიზაციას 1974 წლიდან ცდილობს, დღეს იგი ეკონომ-კლასის სასტუმროებს შორის მსოფლიოში წამყვანია და 79 ქვეყანაში 2500-ზე მეტ ლოკაციას აერთიანებს სამ ბრენდში, ესენია: ibis-ი, ibis Styles-ი და ibis budget-ი. სტუმრებს, რომლებიც ibis Styles-ში რჩებიან, შეუძლიათ ისარგებლონ ლოიალობის გლობალური პროგრამა ALL-ით (Accor Live Limitless), რომელიც მათ ჯილდოების, სერვისებისა და გამოცდილებების ფართო სპექტრს სთავაზობს.
ibis Styles-ის შესახებ
ibis Styles-ის სასტუმროში მოგზაურებს კრეატიული დიზაინი და მხიარული ატმოსფერო ელით. დიზაინის უნიკალური კონცეფციითა და თავდაჯერებული, ოპტიმისტური მიდგომით, ibis Styles-ის სასტუმროები მარტივ, მოდურ და ეკონომიურ სტუმარმასპინძლობას გთავაზობთ. მეგობრული პერსონალი სტუმრების გამოცდილებას განსაკუთრებულს ხდის. 55 ქვეყანაში, ibis Styles-ის 670-ზე მეტ უნიკალური დიზაინის სასტუმროში წყვილები, ოჯახები, ინდივიდუალური მოგზაურები და საქმიანი ვიზიტორები სტუმრობენ. ibis Styles-ი სტუმარმასპინძლობის სფეროს მსოფლიოში წამყვანი ჯგუფის, Accor-ის ნაწილია, რომელიც 5600-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს 110-ზე მეტ ქვეყანაში. ის ჩართულია ცხოვრების სტილის ლოიალობის პროგრამა ALL-ში (Accor Live Limitless), რომელიც მრავალფეროვან ჯილდოებზე, სერვისებსა და გამოცდილებებზე წვდომას უზრუნველყოფს.
S