ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით

ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით

ბაზარზე სიახლეა! Lenovo-ს ახალი ნოუთბუქი ხელოვნური ინტელექტით – Lenovo Yoga Slim 7x უკვე ხელმისაწვდომია!

დღეს, როდესაც პერსონალური კომპიუტერების ინდუსტრია ხელოვნური ინტელექტის ეპოქის ახალ ფაზაში გადადის, Lenovo საკუთარ ნოუთბუქებში პერსონალიზაციის ახალ დონეებს ნერგავს. მონაცემთა ინტელექტუალურ პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ლოკალური დამუშავება, გაზრდილი პროდუქტიულობა, კრეატიულობა და უსაფრთხოება Lenovo-ს პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობის სრულიად ახალ გამოცდილებას ქმნის. კომპანია აფართოებს ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი მზა მოწყობილობების, პროგრამული უზრუნველყოფისა და ოპტიმიზირებული სერვისების მრავალფეროვან პორტფელს, რომელსაც უკვე Lenovo Yoga Slim 7x ემატება.

თხელი და მსუბუქი დიზაინი

Yoga Slim 7x წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე თხელ ლეპტოპს, რომლის სისქეც მხოლოდ 12,9მმ-ია, ლურჯი ფერის დიზაინი კი ნოუთბუქს მეტ დახვეწილობასა და ესთეტიკურობას მატებს. კლავიატურის ფორმა მომხმარებელს მარტივად და კომფორტულად ბეჭდვის საშუალებას აძლევს, ხოლო 135მმ თრექპადი იძლევა მეტ სივრცეს სქროლვისა და მანევრირებისათვის. პანელის მომრგვალებული კიდეები, რომელიც ცნობილია როგორც Lenovo-ს Comfort Edge დიზაინი, ნოუთბუქს უფრო კომფორტულს ხდის როგორც სამუშაოდ, ისე სატარებლად.

აღსანიშნავია, რომ Yoga Slim 7x არამხოლოდ დახვეწილი დიზაინით, არამედ გამძლეობითაც გამოირჩევა. Lenovo-ს კომერციული ლეპტოპების მსგავსად, Yoga Slim 7x ფლობს MIL-STD 810H სამხედრო დონის სერტიფიკატებს და გადის Lenovo-ს შიდა სანდოობის ტესტირებებს.

გამორჩეული PureSight OLED ეკრანი

The Yoga Slim 7x აქვს 14.5” 3K (2944 x 1840) OLED სენსორული ეკრანი, 16:10 რეზოლუციითა და 90ჰც ეკრანის განახლების სიხშირით, რომელიც უზრუნველყოფს ეკრანის უფრო მეტ ფართობს და ნავიგაციას კიდევ უფრო სწრაფს და მოსახერხებელს ხდის. ეკრანს აქვს TUV Rheinland Low Blue Light სერტიფიკატი, რისი საშუალებითაც მოწყობილობა თვალებისთვის ნაკლებად დამღლელია. გარდა ამისა, Yoga Slim 7x-ს ასევე აქვს Dolby Vision მხარდაჭერა.

Snapdragon X Elite პროცესორი

Qualcomm-ის Snapdragon X Elite-ს Qualcomm Oryon CPU-სა და 12 ბირთვის დახმარებით შეუძლია გაუძლოს საკმაოდ ინტენსიურ დატვირთვას, როგორიცაა ვიდეო ტრანსკოდირება, მონაცემთა ნაკრების ანალიზი ან კოდირება. X Elite წარმოადგენს AI-Accelerated Qualcomm Hexagon NPU-ს. დაბალი ენერგიის AI არქიტექტურა იცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას, ინახავს მას მოწყობილობაში და ამავდროულად უზრუნველყოფს ექსტრემალურ ენერგოეფექტურობას – ეხმარება Yoga Slim 7x-ს მიაღწიოს 45 TOPS (ტრილიონ ოპერაციას წამში) და ისარგებლოს ხელოვნური ინტელექტის უახლესი შესაძლებლობებით. X Elite პლატფორმა მოიხმარს 68%-ით ნაკლებ ენერგიას, ვიდრე სხვა კონკურენტები და ხელს უწყობს ეფექტურობისა და წარმადობის ახალი სტანდარტების დამყარებას.

Yoga Slim 7x -ის Snapdragon-ის X Elite პროცესორის NPU კრეატორებს აძლევს წვდომას ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციებზე, როგორიცაა ტექსტის გარდაქმნა გამოსახულებად, ფოტოსა და ვიდეოს გაფართოებული რედაქტირება, ტექსტის შექმნა და რედაქტირება, ასევე სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზოგავენ კრეატორთა ძვირფას დროს. მომხმარებლისთვის ასევე ხელმისაწვდომია ისეთი დამატებითი ინტელექტუალური შესაძლებლობები, როგორიცაა კამერისა და ზარების გაუმჯობესებული ხარისხი და ფუნქციონალურობა, მაღალი ხარისხის გამოსახულება და ხმის ჟღერადობა, ინტერნეტის სისწრაფე და გაუმჯობესებული უსაფრთხოება. Snapdragon-ის X Elite პროცესორთან ტანდემში მუშაობს Lenovo AI Core, რათა მაქსიმალური სიზუსტით იქნას შესწავლილი სამომხმარებლო სცენარი და დასახული ამოცანის შესაბამისად მოხდეს სიმძლავრისა და ეფექტურობის დინამიკური რეგულირება. ეს გულისხმობს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით თხელ პორტატიულ მოწყობილობაში მძლავრი ფუნქციების მუშაობას შეფერხების გარეშე – ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, როცა ამას შემოქმედებითი პროცესი მოითხოვს.

Dolby Atmos და Dolby Vision

Yoga Slim 7x მომხმარებელს სთავაზობს 4 მიკროფონს ხმაურის ჩამხშობი სმარტ სისტემით, რაც ვიდეო თუ აუდიო ზარების დროს ხმის საუკეთესო ხარისხს უზრუნველყოფს. ოთხი 2W სიმძლავრის დინამიკი Dolby Atmos პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად ქმნის ცოცხალ და დინამიკურ ხმას. ამასთანავე, Dolby Vision აძლიერებს ეკრანის ცოცხალ ფერებს და ფილმებს განსაცვიფრებელ სიცხადეს ანიჭებს. Dolby-ის ყველა ამ ფუნქციით სარგებლობა კი Dolby Access აპლიკაციის საშუალებით არის შესაძლებელი.

სწრაფი დამუხტვა

Yoga Slim 7x-ის 70ვტ/სთ ბატარეა, ინტეგრირებული Rapid Charge Express ტექნოლოგიით, უზრუნველყოფს ნოუთბუქის 3 საათიან მუშაობას 15 წუთიანი დამუხტვის შემდეგ.

FHD + IR კამერა ელექტრონული ჩამკეტით

Yoga Slim 7x ასევე აღჭურვილია FHD კამერითა და IR სენსორით, რომელიც უზრუნველყოფს ისეთ Zero Touch მახასიათებლებს, როგორიცაა სისტემაში მარტივი შესვლა და ბატარეის დაზოგვის ფუნქციები მაშინ, როდესაც მომხმარებელი შორდება ნოუთბუქს. გარდა ამისა, ირთვება კონფიდენციალურობის ფიზიკური ჩამრთველი, რომელიც მომხმარებლის პირადი სივრცის დაცვას უზრუნველყოფს.

Microsoft Copilot+

ხელოვნური ინტელექტის გამოცდილების გასამარტივებლად Windows Copilot აერთიანებს GPU-ს, CPU-ს, NPU-სა და cloud-ს. Copilot+-ის ბოლო ვერსია აერთიანებს ისეთ ახალ შესაძლებლობებს, როგორებიცაა:

  • ფუნქცია Recall – ისარგებლეთ ადგილობრივად შენახული სნეფშოთების ინდექსით, რათა თვალი გადაავლოთ Windows-ის ყოველდღიურ აქტივობას და მარტივად გაიხსენოთ მივიწყებული ინფორმაცია.
  • Cocreator – აქციეთ თქვენი იდეები ხელოვნებად ადგილობრივი ენობრივი მოდელების საშუალებით და დაამუშავეთ ისინი ლოკალურად თქვენს ნოუთბუქში.
  • ოპტიმიზებული აპლიკაციები – წარმადობის გაზრდის მიზნით, Copilot+ მუშაობს Adobe-ს, Davinci-ს და სხვა პოპულარულ კრეატიულ აპლიკაციებთან ერთად.

Copilot+-ის ფუნქციების შესახებ დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://copilot.microsoft.com/

S