რომელი ქვეყნები გამოიმუშავებენ ყველაზე მეტ მზის ენერგიას?

რომელი ქვეყნები გამოიმუშავებენ ყველაზე მეტ მზის ენერგიას?

2023 წელს მსოფლიოში ელექტროენერგიის გამომუშავება 2.5%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს, 29,925 ტერავატ/საათს მიაღწია.

Energy Institute-ის თანახმად, ენერგეტიკული ტრანზიციის პარალელურად, ერთ წელიწადში ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიის წილიც 29%-დან 30%-მდე გაიზარდა.

ქარისა და მზის სადგურების დადგმული სიმძლავრე 2023 წელს 67%-ით გაიზარდა, წინა წლის რეკორდს 186 გიგავატით გადააჭარბა და 462 გიგავატს მიაღწია. უშუალოდ მზის ენერგიის გამომუშავების ზრდამ 2023-ში 24.2% შეადგინა და 1,641 ტერავატ/საათს მიაღწია.

მზის ენერგიის გენერაციით პირველ ადგილზე ჩინეთია და მასზე მთლიანი მოცულობის 36% მოდის, მეორე ადგილს აშშ იკავებს 14.6%-ით, მესამეს კი ინდოეთი 7%-იანი მაჩვენებლით.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის გამომუშავებაში ყველაზე დიდი წილი, 60%, კვლავ წიაღისეულ საწვავზე მოდის, ბირთვულ ენერგიაზე კი 9.1%.

ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებმაც 2023 წელს მზის დახმარებით ყველაზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავეს:

ქვეყანატერავატ/საათიწლიური ცვლილება (%)
1🇨🇳 ჩინეთი584.2+37%
2🇺🇸 აშშ238.1+16%
3🇮🇳 ინდოეთი113.4+19%
4🇯🇵 იაპონია109.4+7%
5🇩🇪 გერმანია61.6+1%
6🇧🇷 ბრაზილია51.7+72%
7🇦🇺 ავსტრალია46.9+21%
8🇪🇸 ესპანეთი45.1+26%
9🇮🇹 იტალია31+10%
10🇰🇷 სამხრეთ კორეა29.4+9%
11🇻🇳 ვიეტნამი25.5-3%
12🇫🇷 საფრანგეთი23.3+18%
13🇲🇽 მექსიკა21.2+10%
14🇳🇱 ნიდერლანდები21.2+24%
15🇹🇷 თურქეთი18.4+21%

წყარო: Energy Institute