რა ჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა?

რა ჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა?

2024 წლის ივლისში, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობიდან მალევე, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ის თავდასხმის სამიზნე ორჯერ გახდა. ორივე შეიარაღებული პირი ელექტრომობილების მწარმოებლის ტეხასის სათავო ოფისიდან დაახლოებით 20 წუთის სავალზე დააკავეს.

დიდი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელების ქონება მცირე, დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მშპ-ს აჭარბებს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ისინი არასასურველ ყურადღებას იპყრობენ. საფრთხის თავიდან ასარიდებლად და აღმასრულებელი დირექტორების დასაცავად ტექგიგანტები ზოგჯერ ასტრონომიულ თანხებს ხარჯავენ.

და მაინც, რამდენს ხარჯავენ ტექნოლოგიური გიგანტები CEO-ის უსაფრთხოებაზე?

Fortune-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც 2023 წელს დიდი ტექნოლოგიური კომპანიების მიერ საკუთარი აღმასრულებელი დირექტორების უსაფრთხოებაზე გაწეული ხარჯებია ნაჩვენები. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, CEO-ს დასაცავად ყველაზე მეტი Meta-მ დახარჯა. გასულ წელს კომპანიას მარკ ცუკერბერგის უსაფრთხოების უზრუნველყოფა $23 მილიონზე მეტი დაუჯდა. ეს მნიშვნელოვნად აჭარბებს სხვა ტექნოლოგიური გიგანტების მიერ საკუთარი აღმასრულებელი დირექტორების უსაფრთხოებისთვის გაღებულ ხარჯებს.

მაგალითად, 2023 წელს Alphabet-ს (Google) სუნდარ პიჩაის უსაფრთხოება თითქმის $17 მილიონით ნაკლები, $7 მილიონზე ცოტა დაუჯდა. CEO-ს უსაფრთხოებაზე დანახარჯებით მესამე ადგილზეა Tesla, რომელმაც ილონ მასკის დასაცავად $2.4 მილიონი გაიღო. მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება მკვლელობის ბოლო მცდელობებისა და მასკის ტრამპის კაბინეტში მოხვედრის ფონზე.

AI-რევოლუციის მთავარი მამოძრავებლის, Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის პირადი უსაფრთხოების ხარჯებმა გასულ წელს დაახლოებით $2 მილიონი შეადგინა.

ტექნოლოგიური გიგანტების ხუთეულში ბოლო ადგილზე Apple-ია, რომელმაც 2023 წელს ტიმ კუკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სულ რაღაც $800,00 დახარჯა.

პოზიციაCEOკომპანიაუსაფრთხოების ხარჯები (2023)
1მარკ ცუკერბერგიMeta$23.4 მილიონი
2სუნდარ პიჩაიAlphabet$6.8 მილიონი
3ილონ მასკიTesla$2.4 მილიონი
4ჯენსენ ჰუანგიNvidia$2.2 მილიონი
5ტიმ კუკიApple$0.8 მილიონი