აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. უილსონის ბოლო განცხადება, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ ქართველი აქტივისტების, მომიტინგეებისა და ოპოზიციის წევრების დარბევისა და დაკავების ფაქტებს ეხება.
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე საქართველოს ხელისუფლებას დე ფაქტოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს.
“აშშ-ის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დასაჯოს ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ უდანაშაულო ქართველების მიმართ ძალადობასა და სისასტიკეში. თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, “ქართული ოცნება” გააგრძელებს ძალადობისა და სისასტიკის კამპანიას იმ დონემდე, რაც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადების ბოლოს ჯო უილსონი სანქციების საკითხსაც შეეხო:
„სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს პირადი სანქციების გამოცხადება თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ყველა სხვა ოფიციალური პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დარბევის ორგანიზებაზე. მოვუწოდებ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს, რომ იგივე გააკეთონ“.