Forbes: 2024 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალები

Forbes: 2024 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალები

ამერიკულმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალების 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. წლევანდელ სიაში პირველ ადგილს 20 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი კოკო გოფი იკავებს. გოფმა Forbes-ის ყოველწლიურ რეიტინგში შარშანდელი ლიდერი, ასევე ჩოგბურთელი, პოლონელი იგა შვიონტეკი ჩაანაცვლა.

გამოცემის შეფასებით, 2024 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ორი სპორტსმენი ქალის კოლექტიურმა შემოსავალმა $258 მილიონს გადააჭარბა, რაც 15%-ით მეტია 2023 წლის მონაცემებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ რეიტინგის ისტორიაში პირველად, სიაში შემავალი 11 სპორტსმენი ქალის მიერ გამომუშავებულმა თანხამ, თითოეულის შემთხვევაში, გადააჭარბა $10-მილიონიან ნიშნულს. ამის მიუხედავად, ქალების მიერ 2024 წელს გამომუშავებული თანხა სპორტსმენი კაცების კოლექტიური წლიური შემოსავლის ($2.23 მილიარდი) მხოლოდ 12%-ს შეადგენს.

მოედანზე გამომუშავებული თანხის გარდა, სპორტსმენი ქალები მამაკაცებს სასპონსორო გარიგებებიდან მიღებული შემოსავლითაც მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. 2024 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადმა სპორტსმენმა ქალებმა (ტოპ-20) მოედნის გარეთ $191 მილიონი გამოიმუშავეს, მამაკაცებმა კი — $624 მილიონი.

მიმდინარე რეიტინგის ლიდერ კოკო გოფის წლიურმა შემოსავალმა $34.4 მილიონი შეადგინა, რაც ისტორიაში, სპორტსმენი ქალებისთვის, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. გოფის ეს შედეგი მხოლოდ ოსაკას ($57.3 მილიონი) და სერენა უილიამსის ($45.9 მილიონი) 2021 წლის შემოსავლებს ჩამორჩება. მხოლოდ WTA-ის ფინალის მოგებით, გოფმა $4.8 მილიონი მიიღო.

2024 წლის რეიტინგში მეორე ადგილზე გადმოინაცვლა შარშანდელმა ლიდერმა, პოლონელმა ჩოგბურთელმა იგა შვიონტეკმა. შვიონტეკის წლიური შემოსავალი $23.8 მილიონია, საიდანაც კორტებზე გამომუშავებულ თანხაზე მხოლოდ $8.8 მილიონი მოდის. მესამე ადგილზე, $22.1 მილიონით, მოთხილამურე ეილინ გუ არის წარმოდგენილი. ეს ნიშნავს, რომ შარშანდელი შედეგების შემდეგ რეიტინგის პირველი სამეული უცვლელია, მათ ერთმანეთში მხოლოდ პოზიციები გაცვალეს.

წლევანდელ რეიტინგში წარმოდგენილი ოცი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალიდან ჩვიდმეტი 30 წლამდე ასაკისაა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის სიაში სპორტის სახეობების მიხედვით ერთპიროვნული ლიდერი ჩოგბურთი აღარაა და, მასთან ერთად, რეიტინგი აერთიანებს გოლფის, კალათბურთის, ფეხბურთის, ბადმინტონის, ტანვარჯიშისა და სათხილამურო ფრისტაილის წარმომადგენლებს.

2024 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალები

 

#1. $34.4 მილიონი

კოკო გოფი

სპორტის სახეობა: ჩოგბურთი | ქვეყანა: აშშ | ასაკი: 20

მოედანზე: $9.4 მილიონი – მოედნის გარეთ: $25 მილიონი

Clive Brunskill/Getty Images
#2. $23.8 მილიონი

იგა შვიონტეკი

სპორტის სახეობა: ჩოგბურთი | ქვეყანა: პოლონეთი | ასაკი: 23

მოედანზე: $8.8 მილიონი – მოედნის გარეთ: $15 მილიონი

Robert Prange/getty images
#3. $22.1 მილიონი

ეილინ გუ

სპორტის სახეობა: სათხილამურო ფრისტაილი | ქვეყანა: ჩინეთი | ასაკი: 21

მოედანზე: $0.1 მილიონი – მოედნის გარეთ: $22 მილიონი

Jamie Squire/Getty Images
#4. $20.6 მილიონი

ცინვენ ჭენი

სპორტის სახეობა: ჩოგბურთი | ქვეყანა: ჩინეთი | ასაკი: 22

მოედანზე: : $5.6 მილიონი – მოედნის გარეთ: $15 მილიონი

Daniel Kopatsch/getty images
#5. $18.7 მილიონი

არინა საბალენკა

სპორტის სახეობა: ჩოგბურთი | ქვეყანა: ბელარუსი | ასაკი: 26

მოედანზე: $9.7 მილიონი – მოედნის გარეთ: $9 მილიონი

WANG ZHAO/getty images
#6. $12.9 მილიონი

ნაომი ოსაკა

სპორტის სახეობა: ჩოგბურთი | ქვეყანა: იაპონია | ასაკი:  27

მოედანზე: $0.9 მილიონი – მოედნის გარეთ: $12 მილიონი

Robert Prange/getty images
#6. $12.9 მილიონი

ემა რადუკანუ

სპორტის სახეობა: ჩოგბურთი | ქვეყანა: გაერთიანებული სამეფო | ასაკი: 22

მოედანზე: $0.9 მილიონი – მოედნის გარეთ: $12 მილიონი

Robert Prange/getty images
#8. $12.5 მილიონი

ნელი კორდა

სპორტის სახეობა: გოლფი | ქვეყანა: აშშ | ასაკი: 26

მოედანზე: $4.5 მილიონი – მოედნის გარეთ: $8 მილიონი

Douglas P. DeFelice/Stringer/getty images
#9. $12.1 მილიონი

ვენუს უილიამსი

სპორტი: ჩოგბურთი | ქვეყანა: აშშ | ასაკი: 44

მოედანზე: $0.1 მილიონი – მოედნის გარეთ: $12 მილიონი

Aaron Doster/Stringer/Getty Images
#10. $11.2 მილიონი

სიმონ ბაილზი

სპორტი: ტანვარჯიში | ქვეყანა: აშშ | ასაკი: 27

მოედანზე:  $0.2 მილიონი – მოედნის გარეთ: $11 მილიონი

Tom Weller/VOIGT/getty images
#11. $10.2 მილიონი

ჯესიკა პეგულა

სპორტი: ჩოგბურთი | ქვეყანა: აშშ | ასაკი: 30

მოედანზე:  $4.2 მილიონი – მოედნის გარეთ: $6 მილიონი

Robert Prange/getty images
#12. $9.3 მილიონი

ჯინო ტიტიკული

სპორტი: Golf | ქვეყანა: ტაილანდი | ასაკი: 21

მოედანზე:  $7.3 მილიონი – მოედნის გარეთ: $2 მილიონი

Mike Stobe/Stringer/Getty Images
#13. $8.1 მილიონი

კეიტლინ კლარკი

სპორტი: კალათბურთი | ქვეყანა: აშშ | ასაკი: 22

მოედანზე: $0.1 მილიონი – მოედნის გარეთ: $8 მილიონი

G Fiume/Getty Images
#14. $8 მილიონი

ჟასმინ პაოლინი

სპორტი: ჩოგბურთი | ქვეყანა: იტალია | ასაკი: 28

მოედანზე: $6.5 მილიონი – მოედნის გარეთ: $1.5 მილიონი

Robert Prange/getty images
#15. $7.9 მილიონი

ელენა რიბაკინა

სპორტი: ჩოგბურთი | ქვეყანა: ყაზახეთი | ასაკი: 25

მოედანზე: $3.9 მილიონი – მოედნის გარეთ: $4 მილიონი

Robert Prange/getty images
#16. $7.6 მილიონი

ალექს მორგანი

სპორტი: ევროპული ფეხბურთი | ქვეყანა: აშშ | ასაკი: 35

მოედანზე:  $0.6 მილიონი – მოედნის გარეთ: $7 მილიონი

Ira L. Black – Corbis/getty images
#17. $7.1 მილიონი

პ.ვ. სინდუ

სპორტი: ბადმინტონი | ქვეყანა: ინდოეთი | ასაკი: 29

მოედანზე: $0.1 მილიონი – მოედნის გარეთ: $7 მილიონი

Shi Tang/Stringer/Getty Images
#18. $6.5 მილიონი

ლეია ფერნანდესი

სპორტი: ჩოგბურთი | ქვეყანა: კანადა | ასაკი: 22

მოედანზე: $1.5 მილიონი – მოედნის გარეთ: $5 მილიონი

Mike Hewitt/Getty Images
#19. $6.3 მილიონი

საბრინა იონესკუ

სპორტი: კალათბურთი | ქვეყანა: აშშ | ასაკი: 27

მოედანზე: $0.3 მილიონი – მოედნის გარეთ: $6 მილიონი

Paul Ellis/getty images
#19. $6.3 მილიონი

ლიდია კო

სპორტი: გოლფი | ქვეყანა: ახალი ზელანდია | ასაკი: 27

მოედანზე: $3.3 მილიონი – მოედნის გარეთ: $3 მილიონი

Luke Walker/Stringer/Getty Images