იმის გაგებაში, თუ რამდენად მდიდარი ან ღარიბია ქვეყანა, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელი გვეხმარება. Visual Capitalist-მა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის შეფასებების საფუძველზე, მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნების სია შემოგვთავაზა.
გასათვალისწინებელია, რომ მონაცემების არარსებობის გამო, ვერ შეფასდა ავღანეთის, ერიტრეას, ლიბანის, პაკისტანის, შრი-ლანკის, სირიისა და პალესტინის მდგომარეობა.
2025 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე ღარიბი ქვეყანა სამხრეთ სუდანია. ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე მშპ 251 აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ღარიბი ქვეყნების ათეულიდან ცხრა აფრიკაში მდებარეობს, ერთი კი – ახლო აღმოსავლეთში. ამ გამონაკლისს იემენი წარმოადგენს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი 417 აშშ დოლარს უტოლდება. ათეულში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ნიგერს აქვს, რომლის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 751 აშშ დოლარს შეადგენს.
ხანგრძლივი კონფლიქტების, შეზღუდული მრეწველობისა და მყიფე ინსტიტუტების პირობებში, აფრიკა ეკონომიკურ განვითარებას ნაკლებად ახერხებს, რასაც ჩვენი ათეულიც ნათლად აჩვენებს. შედარებისთვის, აფრიკაში მსოფლიო მოსახლეობის 19% ცხოვრობს და მისი ეკონომიკა 113 ტრილიონი დოლარის მსოფლიო ეკონომიკის მხოლოდ 3%-ს შეადგენს.
მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნები, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით: