„Squid Game“-მა Netflix-ის ახალი რეკორდი დაამყარა - I ადგილზე 93 ქვეყანაში

„Squid Game“-მა Netflix-ის ახალი რეკორდი დაამყარა - I ადგილზე 93 ქვეყანაში

Netflix-ის „Squid Game“-ის მესამე და ბოლო სეზონმა არაინგლისურენოვან სერიალებს შორის 10-დღიანი ნახვების რეკორდი მოხსნა. ის გახდა პირველი სატელევიზიო შოუ, რომელმაც Netflix-ის მიერ მოცულ ყველა ქვეყანაში, პირველივე კვირაში, ყველაზე ყურებადი სერიალების სიაში ლიდერის პოზიცია დაიკავა.

Variety-ის ცნობით, „Squid Game“-ის მესამე სეზონმა 27 ივნისიდან 106.3 მილიონი ნახვით სტრიმინგ პლატფორმაზე არაინგლისურენოვან  სერიალებს შორის 10-დღიანი ნახვების რეკორდი მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ „Squid Game“-ის მესამე სეზონი უკვე ყველა დროის მესამე ყველაზე ყურებადი არაინგლისურენოვანი შოუა – პირველი და მეორე სეზონების შემდეგ – მაგრამ ის მაინც ჩამორჩება Netflix-ის რამდენიმე ყველაზე პოპულარულ ინგლისურენოვან სატელევიზიო შოუს.

ეს რეკორდი სეზონის მხოლოდ უახლესი მიღწევაა – „Squid Game“-მა ასევე მოხსნა Netflix-ის სამდღიანი სტრიმინგის რეკორდი 60.1 მილიონი ნახვით და გახდა პირველი შოუ, რომელმაც პირველივე კვირაში #1 ადგილი დაიკავა ყველა, 93 ქვეყანაში, სადაც Netflix-ი ოპერირებს.

Netflix-ის უახლესი გლობალური ნახვების მონაცემები, რომელიც 30 ივნისიდან 6 ივლისის კვირამდე პერიოდს მოიცავს, აჩვენებს, რომ „Squid Game“-ის სამივე სეზონი არაინგლისურენოვანი შოუების ტოპ სამეულში მოხვდა: პირველი სეზონი პირველივე კვირაში 3.8 მილიონჯერ ნახეს, მეორე სეზონი – 4.9 მილიონჯერ, ხოლო მესამე სეზონი – 46.3 მილიონჯერ.