კომაროვის სკოლის დირექტორი, ვახტანგ ჯაოშვილი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლის შესახებ

კომაროვის სკოლის დირექტორი, ვახტანგ ჯაოშვილი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლის შესახებ

თანამედროვე სამყაროში ქვეყნის წარმატებას ტექნოლოგიური პროგრესი განსაზღვრავს. მაგალითად, ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორებიცაა ფინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, გერმანია, აშშ და ა.შ სკოლის ადრეული საფეხურიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა STEM განათლებას, რადგან სწორედ ის ქმნის მომავლის ეკონომიკისა და ინოვაციების საფუძველს.

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი ინიციატივა, STEM სკოლა, საქართველოში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. პროექტის მიზანია აღმოაჩინოს და  მხარი დაუჭიროს მეცნიერებებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.

ამასთან, საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, მიზნად ისახავს, ახალგაზრდებისთვის მომავლის პროფესიები კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახადოს. ამიტომ, ყოველწლიურად, საუკეთესო შედეგის მქონე 90 მოსწავლეს სწავლას უფინანსებს – მათგან 60 უმაღლესი ქულის მქონე ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 მათგანი კი 50%-იან გრანტს მიიღებს.

სასწავლო პროცესის ონლაინ ფორმატში არსებობამ კი, ფაქტობრივად, გეოგრაფიული ბარიერი გააქრო. ეს  იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია ჩაერთოს პროექტში და მიიღოს ხარისხიანი განათლება.

როგორ იქცა STEM  სკოლა ცნობისმოყვარე მოსწავლეებისთვის მოტივაციის წყაროდ და რატომ არის STEM განათლება მნიშვნელოვანი დღევანდელი თაობისთვის – ამაზე კომაროვის სკოლის დირექტორი, ვახტანგ ჯაოშვილი გვესაუბრება:

რამდენად მნიშვნელოვანია STEM განათლება ახალი თაობებისთვის?

STEM განათლების გაძლიერება ნიშნავს ქვეყნის მომავლის გაძლიერებას. ეს არის გზა, რომლითაც ჩვენი ახალგაზრდები გახდებიან ინოვაციების არა მხოლოდ მომხმარებლები, არამედ შემქმნელები. STEM სკოლა მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ თანამედროვე ცოდნა და გამოიმუშაონ საერთაშორისო სტანდარტების უნარები. დღეს STEM განათლება მთელი მსოფლიოს ტენდენციაა და საქართველოც უნდა იყოს ამ პროცესის ნაწილი.

როგორ დამეგობრდნენ საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა?

STEM-ის მიმართულებით დიდი ხანია ვთანამშრომლობთ საქართველოს ბანკთან. რამდენიმე წარმატებული პროექტის შემდეგ ჩვენი პარტნიორები დაინტერესდნენ კომაროვის სკოლის ახალი სასკოლო საგნის „ციფრული ინჟინერიის” კურიკულუმით და გაჩნდა იდეა, საქართველოს ბანკთან ერთად შეგვექმნა, შესანიშნავი პროექტი, STEM სკოლა. გარდა იმისა, რომ პროექტზე მუშაობისას ბევრი საინტერესო გამოცდილება დაგვიგროვდა, ორი განსხვავებული კულტურის ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობა სასარგებლო აღმოჩნდა ჩვენთვის. ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებით, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი გამოგვივიდა. STEM სკოლის იდეამ განვითარება STEM ოლიმპიადის სახით იპოვა. უკვე ზედიზედ, ორი წელია ვატარებთ STEM ოლიმპიადას, რომელიც არა მხოლოდ შეჯიბრებაა, არამედ მოიცავს საგანმანათლებლო კომპონენტებსაც. ბავშვებს ვასწავლით მიკროკონტროლერების დაპროგრამებას, მოსწავლეები ეჩვევიან გუნდურ მუშაობას, ინოვაციურ ხედვასა და კრიტიკულ აზროვნებას.

რამდენად წარმატებული გამოდგა პროექტი და როგორ გაგრძელდება მომავალში?

STEM სკოლა ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, ადრეულ ასაკშივე ისწავლონ კვლევა, ექსპერიმენტირება და ტექნოლოგიების გამოყენება. ეს არა მხოლოდ მათ პირად წარმატებას უზრუნველყოფს, არამედ ქვეყნის ეკონომიკასაც გააძლიერებს. მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის ხარისხიანი სწავლება ქმნის ისეთ მომავალ თაობას, რომელიც კონკურენტუნარიანია საერთაშორისო სივრცეში.

ვფიქრობ, STEM მიმართულებით ჩვენი პროექტები დროთა განმავლობაში შესაძლებელია, გახდეს საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები. თუმცა იქამდე, აუცილებელია, STEM განათლება მივიტანოთ უფრო მეტ ადამიანამდე ჩვენს ქვეყანაში. მოსწავლეებს კი ვეტყოდი, გარდა იმ გაცნობიერებული პრობლემებისა, რომლებსაც STEM-ის სწავლებით გადაჭრიან, მათ წინ აქვთ ისეთი ამოცანების გადაჭრის სიამოვნება, რომელსაც ჯერ ვერც კი წარმოიდგენენ. ამ სფეროში შესაძლებლობები უსაზღვროა.

STEM სკოლამ უკვე ბევრი საინტერესო და ნიჭიერი მოსწავლე გაგვაცნო – მომავალი გამომგონებლები, ინჟინრები, მკვლევრები და მეცნიერები, წინ კიდევ დიდი გზაა. საქართველოს ბანკი კი განაგრძობს მრავალფეროვანი თანაბარი საგანმანათლებლო პროექტების შექმნას ყველასთვის, ვინც ცნობისმოყვარეა, სვამს კითხვებს, ეძებს პასუხებს, სწავლობს და არასოდეს ჩერდება.

S