Numbeo: ტოპ-30 ქვეყანა ცხოვრების ხარისხის მიხედვით

Numbeo: ტოპ-30 ქვეყანა ცხოვრების ხარისხის მიხედვით

Numbeo-ს ცხოვრების ხარისხის ინდექსი გვიჩვენებს, როგორ აღიქვამენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები საცხოვრებელ პირობებს საკუთარ ქვეყანაში. ინდექსი ეფუძნება მოსახლეობის მიერ შევსებულ მონაცემებს და მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: მსყიდველუნარიანობა; დაბინძურება; საცხოვრებლების ფასებისა და შემოსავლის თანაფარდობა; ცხოვრების ღირებულება; უსაფრთხოება; ჯანდაცვა; საგზაო დატვირთულობა; კლიმატი.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლისთვის სურათი საგრძნობლად შეიცვალა 2015 წელთან შედარებით. 30 ქვეყნიდან, რომლებიც სიაში მოხვდნენ, ზოგიერთმა პოზიცია მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა, ზოგმა კი პირიქით – მკვეთრად გაიუარესა.

ცხოვრების ხარისხის მიხედვით ევროპის ქვეყნები კვლავაც ლიდერობენ. 2025 წელს პირველ ადგილზე ლუქსემბურგია, ხოლო ნიდერლანდები 12 პოზიციით დაწინაურდა და მეორე ადგილზე გადავიდა. ფინეთი, შვეიცარია, დანია და ნორვეგია კი კვლავაც რჩებიან მოწინავე პოზიციებზე.

თუმცა შვედეთმა, რომელიც 2015 წელს მე-3 ადგილზე იყო, 2025 წელს მე-13 პოზიციაზე გადაინაცვლა. ამ ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყანაში ორგანიზებული დანაშაულის მკვეთრი ზრდაა – Bloomsbury Intelligence and Security Institute-ის მონაცემებით, 2024 წლისთვის 62,000-მდე ადამიანი დაკავშირებული იყო კრიმინალურ ქსელებთან, რომლებიც ძირითადად ნარკოტიკებით ვაჭრობით, ადამიანთა ტრეფიკინგითა და ფულის გათეთრებით არიან დაკავებულნი.

სიაში ყველაზე საგრძნობლად კი ის ქვეყანა დაქვეითდა, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრების ხარისხის სიმბოლოდ მიიჩნეოდა – კანადა. 2015 წელს ის მე-9 პოზიციაზე იყო, ხოლო 2025 წლისთვის 27-ე ადგილზე გადავიდა. რეიტინგში კანადის დაქვეითებაზე იმოქმედა იმან, რომ ქვეყანაში სახლების ფასები ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მოსახლეობის შემოსავლები. 2024 წლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ კანადელთა 45% „ძალიან შეშფოთებულია“ საცხოვრებლის შეძენის გაუარესებული შესაძლებლობით.

მეორე მიზეზი ჯანდაცვის სფეროს უკავშირდება – პაციენტს სამედიცინო მკურნალობის მიღებამდე საშუალოდ 30 კვირა უწევს ლოდინი. შედარებისთვის, 1993 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 9.3 კვირა იყო.

აღსანიშნავია, რომ Numbeo-ს ცხოვრების ხარისხის ინდექსში, გამოკვლეულ 89 ქვეყანას შორის, საქართველო 56-ე ადგილს იკავებს.

ტოპ-30 ქვეყანა ცხოვრების ხარისხის მიხედვით:
ადგილი (2015)ქვეყანა (2015)ინდექსიადგილი (2025)ქვეყანა (2025)ინდექსი
1შვეიცარია222.91ლუქსემბურგი218.2
2გერმანია195.92ნიდერლანდები216.5
3შვედეთი193.93დანია215.1
4აშშ192.54ომანი215.1
5ფინეთი190.25შვეიცარია210.9
6დანია190.26ფინეთი208.3
7ავსტრია182.67ნორვეგია199.2
8ავსტრალია180.88ისლანდია198.0
9კანადა177.69ავსტრია197.7
10ახალი ზელანდია175.510გერმანია195.2
11ნორვეგია175.111ავსტრალია195.1
12საუდის არაბეთი169.412ახალი ზელანდია194.7
13იაპონია168.313შვედეთი192.2
14ნიდერლანდები166.814აშშ192.1
15თურქმენეთი157.115ესტონეთი189.8
16დიდი ბრიტანეთი156.916კატარი189.4
17კვიპროსი154.917იაპონია188.8
18არაბთა გაერთ. საამიროები153.718ესპანეთი187.2
19ირლანდია148.919სლოვენია182.4
20კატარი144.920ხორვატია181.7
21ესტონეთი144.621ლიეტუვა178.8
22საფრანგეთი139.322დიდი ბრიტანეთი177.2
23ბელგია136.023ჩეხეთის რესპუბლიკა176.3
24ესპანეთი134.924არაბთა გაერთ. საამიროები174.2
25სლოვენია134.525საუდის არაბეთი173.7
26პორტუგალია129.226ბელგია173.7
27ჩეხეთი127.527კანადა170.5
28პუერტო-რიკო125.728ირლანდია169.6
29ქუვეითი123.429საფრანგეთი169.5
30ისრაელი120.430ისრაელი169.5

წყარო: Numbeo