რომელი ტექგიგანტი როდის მიაღწევს $5-ტრილიონიან ნიშნულს? – BestBrokers.com-ის პროგნოზი

რომელი ტექგიგანტი როდის მიაღწევს $5-ტრილიონიან ნიშნულს? – BestBrokers.com-ის პროგნოზი

2025 წლის ოქტომბერში Nvidia მსოფლიოში პირველ კომპანია გახდა, რომელმაც საბაზრო კაპიტალიზაციით $5 ტრილიონს გადააჭარბა. ალბათ ბევრ ინვესტორს აინტერესებს, რომელი ტექნოლოგიური გიგანტი გადალახავს შემდეგში ამ ნიშნულს. საკუთარი პროგნოზი BestBrokers.com-მა შემოგვთავაზა.

BestBrokers.com-ის ანალიზი კომპანიების ბოლო სამი წლის საშუალო ზრდაზეა დაფუძნებული. შედეგად, მან სავარაუდო თარიღები გამოითვალა, თუ როდის შეძლებენ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები ღირებულების $5-ტრილიონიან ზღვრამდე გაზრდას.

ანგარიშზე დაყრდნობით, ამ მიზანთან ყველაზე ახლოს Microsoft-ი და Alphabet-ია. კერძოდ, BestBrokers.com-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, Microsoft-მა $5-ტრილიონიან ნიშნულს შესაძლოა 2026 წლის აგვისტოში მიაღწიოს. რაც შეეხება Alphabet-ს, პროგნოზის მიზედვით, მან ამავე ზღვარს შესაძლოა 2026 წლის ოქტომბერში, დაახლოებით ერთ წელიწადში მიაღწიოს, თუ მსგავსი ტემპით ზრდას გააგრძელებს.

Microsoft-ის ძლიერი ზრდა, ძირითადად, ღრუბლოვან სერვისებზე მოდის, თუმცა სხვა მიმართულებები, როგორიცაა გეიმინგი და AI, ასევე სწრაფად ვითარდება. Alphabet-ი, რომლის საშუალო წლიური ზრდის ტემპი ბოლო 3 წლის განმავლობაში 43%-ს შეადგენს, Google-ის სარეკლამო ბიზნესიდან კვლავ დიდ მოგებას იღებს, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებში მილიარდები ჩადოს და AI-რბოლაში არ ჩემორჩეს.

აღსანიშნავია, რომ Alphabet-ის აქციების ფასზე დამატებით იმანაც იქონია გავლენა, რომ Berkshire Hathaway-მ კომპანიაში $4.9-მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა.

რომელი ტექნოლოგიური გიგანტი როდის გადალახავს $5-ტრილიონიან ნიშნულს: 
კომპანიასაბაზრო კაპიტალიზაცია3-წლიანი საშუალო ზრდასავარაუდო თარიღი $5 ტრილიონამდე
Nvidia*$4.97 ტრილიონი163%უკვე მიაღწია — 2025 წლის 29 ოქტომბერი
Microsoft$3.94 ტრილიონი32%18 აგვისტო, 2026
Alphabet$3.45 ტრილიონი43%25 ოქტომბერი, 2026
Apple$4.03 ტრილიონი18%14 იანვარი, 2027
Broadcom$1.78 ტრილიონი112%20 თებერვალი, 2027
Meta$1.68 ტრილიონი97%19 მაისი, 2027
TSMC$1.58 ტრილიონი77%13 ოქტომბერი, 2027
Amazon$2.40 ტრილიონი32%27 მაისი, 2028
Tesla$1.51 ტრილიონი33%26 დეკემბერი, 2029
Oracle$765.97 მილიარდი56%1-ელი იანვარი, 2030

*საბაზრო ღირებულება მოცემულია 2025 წლის 29 ოქტომბრის მდგომარეობით.