საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, ქართულ საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 0.02%-ით, 12.15 მილიონი ლარით გაიზარდა და თვის ბოლოსთვის 65.57 მილიარდ ლარს მიაღწია. ცნობისთვის, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 13.94% შეადგინა.
სებ-ის ცნობით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 555.88 მილიონი ლარით, 1.81%-ით გაიზარდა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.78% შეადგინა. ამავდროულად, 1.56%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.53%-ით), 543.73 მილიონი ლარით შემცირდა მოთხოვნამდე დეპოზიტები.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი ოქტომბრის ბოლოსთვის 51.22%-ს გაუტოლდა. ეს მაჩვენებელი წინა თვესთან მიმართებით 0.46 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.92% შეადგინა – ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.01%, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.42%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.79%, ხოლო ევროს წილმა 19.45% შეადგინა.









