იაპონია უკრაინას 2026 წელს დახმარების სახით $6 მილიარდამდე გამოუყოფს

იაპონია უკრაინას 2026 წელს დახმარების სახით $6 მილიარდამდე გამოუყოფს

იაპონიამ 2026 წლისთვის უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა გაზარდა და მისი მოცულობა თითქმის 6 მილიარდ დოლარს გაუტოლდება. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა.

უკრაინის სახელმწიფო მეთაურმა იაპონიასა და პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის მომავალი წლისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. ზელენსკის განცხადებით, დახმარების ეს მოცულობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

„მადლობას ვუხდი იაპონიას და პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის მომავალ წელს უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გაწევის გადაწყვეტილებისთვის. დახმარების საერთო რაოდენობა დაახლოებით 6 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც გააძლიერებს ჩვენს თავდაცვას რუსული აგრესიის წინააღმდეგ“, – დაწერა ზელენსკიმ X-ზე.

ზელენსკის თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი წვლილი უკრაინის მდგრადობაისა და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული წესრიგის შენარჩუნებაში, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ რუსეთის დესტრუქციულმა საომარმა პოლიტიკამ მსოფლიოს სხვა წერტილებში გავრცელება ვერ შეძლოს.