7 თვეში საქართველოში მოქმედი ბანკების მოგებამ ₾2.2 მილიარდს გადააჭარბა

7 თვეში საქართველოში მოქმედი ბანკების მოგებამ ₾2.2 მილიარდს გადააჭარბა

ფოტო: Getty Images

 

ეროვნული ბანკისათვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მოგებამ 2.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 388 მილიონი ლარით, 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

1.11 მილიარდი ლარის მოგებით პირველ ადგილს საქართველოს ბანკი იკავებს. მაჩვენებელი წლიურად 21%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზე კი თიბისი ბანკია, რომელმაც მიმდინარე წლის 7 თვეში 815.72 მილიონი ლარის მოცულობის მოგება მიიღო. თიბისის შემთხვევაში მაჩვენებელი წლიურად 19%-ით გაიზარდა. მესამე პოზიციაზე ბაზის ბანკია, რომლის მოგებამ საანგარიშო პერიოდში 84.25 მილიონ ლარს გადააჭარბა და წლიურ ჭრილში შთამბეჭდავი, 42%-იანი ზრდა აჩვენა.

საერთო ჯამში, საქართველოში მოქმედი 19 ბანკიდან მოგება 15-მა დააფიქსირა, დარჩენილი 4 ბანკი კი ზარალზეა. საანგარიშო პერიოდში ყველაზე დიდი, 16.23 მილიონი ლარის ზარალი, სილქ ბანკმა განიცადა. წლის გასულ 7 თვეში თითქმის 11.5 მილიონი ლარით იზარალა ვითიბი ბანკმა, რომელსაც 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე ქვეყანაში ოპერირება ფაქტობრივად შეჩერებული აქვს. თითქმის ₾7-მილიონიან ზარალზეა ჰეშბანკი, პეისერას ზარალი კი 1.38 მილიონ ლარს შეადგენს.

ქართული ბანკების მოგების/ზარალის მაჩვენებლები (2026 წლის 7 თვე):
#ბანკიმოგება (მლნ ლარი)
1საქართველოს ბანკი1,118 მლნ ლარი
2თი-ბი-სი ბანკი815.7 მლნ ლარი
3ბაზის ბანკი 84.2 მლნ ლარი
4ლიბერთი ბანკი67.3 მლნ ლარი
5კრედო ბანკი50 მლნ ლარი
6პროკრედიტ ბანკი21 მლნ ლარი
7ქართუ ბანკი20.7 მლნ ლარი
8ტერა ბანკი18 მლნ ლარი
9ხალიკ ბანკი14.3 მლნ ლარი
10მიკრობანკი კრისტალი9.4 მლნ ლარი
11იშ ბანკ8.7 მლნ ლარი
12პეივბანკი6.9 მლნ ლარი
13ზირაათ ბანკი5.4 მლნ ლარი
14პაშაბანკი4.8 მლნ ლარი
15მიკრობანკი ემბისი2 მლნ ლარი
16პეისერა-1.4 მლნ ლარი
17ჰეშბანკი-6.9 მლნ ლარი
18ვი-თი-ბი ბანკი-11.5 მლნ ლარი
19სილქ ბანკი-16.2 მლნ ლარი