ჯი-თი მოტორსი BMW-ის პრეზიდენტის ჯილდოს მფლობელი მესამედ გახდა

ჯი-თი მოტორსი BMW-ის პრეზიდენტის ჯილდოს მფლობელი მესამედ გახდა

BMW ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ჯი-თი მოტორსი უკვე მესამედ გახდა BMW-ის პრეზიდენტის ჯილდოს მფლობელი. ეს არის გლობალური ბრენდის მიერ ოფიციალური დილერი კომპანიის მორიგი უმნიშვნელოვანესი აღიარება, რაც წარმატებული თანამშრომლობის დასტურია. BMW საქართველოს გუნდის წარმომადგენლებს პრეზიდენტის ჯილდო ქალაქ მიუნხენში, საგამოფენო ცენტრ BMW Welt-ში გადაეცათ. აღნიშნულ ღონისძიებას BMW ჯგუფის C3-R1 რეგიონის (სახელმწიფოები აზია-წყნარი ოკეანის, აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის არეალებიდან) 45 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“ჯი-თი მოტორსი BMW-ის ოფიციალურად წარმოადგენს 2022 წლიდან და ამ მოკლე პერიოდში ჩვენ უკვე მესამედ გვერგო პატივი მოგვეპოვებინა BMW-ის პრეზიდენტის ჯილდო. ეს მართლაც დიდი დაფასებაა იმ ძალისხმევის, რომელსაც ჩვენი გუნდი ამ თანამშრომლობაში დებს. ჩვენთვის საამაყოა, რომ ვართ მსოფლიოს წამყვანი საავტომობილო ბრენდის ოფიციალური დილერები და მიმაჩნია, რომ ჩვენი ამგვარი დამოკიდებულება აისახება ამ თანამშრომლობის დინამიკაზეც, რომელიც ძალიან აქტიურია.“ – აღნიშნავს BMW-ს, MINI-ს, BMW Motorrad-ისა და Suzuki-ს გაყიდვების ხელმძღვანელი თამუნა დიასამიძე.

2025 წელი მნიშვნელოვანი იყო BMW ჯგუფისა და ჯი-თი მოტორსის თანამშრომლობაში. საქართველოში BMW ჯგუფის ბრენდების გაყიდვებმა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 28%-იანი ზრდა აჩვენა, ხოლო 2022 წელთან შედარებით (ვიდრე „ჯი-თი მოტორსი“ ოფიციალური წარმომადგენელი გახდებოდა) 435%-იანი ზრდა.

2025 წელს კომპანიამ საქართველოში ოფიციალურად შემოიყვანა ჯგუფის კიდევ ერთი ბრენდი BMW Motorrad, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია მოტორადების წარმოებაში მსოფლიოს მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ ამ ბრენდის შემოყვანით „ჯი-თი მოტორსმა“ აიღო პასუხისმგებლობა არამხოლოდ მოდელების ფართო არჩევანი მიაწოდოს ადგილობრივ ბაზარს, არამედ დაამკვიდროს მართვის კულტურა და უსაფრთხოების სტანდარტები.

ასევე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ჯი-თი მოტორსი“ აქტიურად იყო ჩართული BMW-ის გლობალურ აქტივობებში, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო სულ უფრო ხშირად ჩნდება BMW-ის საერთაშორისო დღის წესრიგში. ამ კონტექსტში განსაკუთრებულად ხაზგასასმელი იყო #BMWdriveit პროექტი, რომელიც BMW-ს გლობალური პლატფორმის ნაწილია. ამ პროექტის ფარგლებში, პირველად რეგიონში,  „ჯი-თი მოტორსის“ ორგანიზებით ჩატარდა X-Plorer Days. ღონისძიება, რომელიც მოიცავდა მოგზაურობას საქართველოში BMW X3 მოდელებით.

მარკეტინგის ნაწილში აღსანიშნავი იყო ასევე BMW M Experience. “ჯი-თი მოტორსმა“ სექტემბრის თვეში რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე მასშტაბური ღონისძიება გამართა, სადაც ახალი M5-ების გასაცნობად და მათი მართვის გამოცდილების შესაძენად ათასობით ადამიანი მივიდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა მსოფლიოში ცნობილი ჟურნალისტი, ავტოინდუსტრიის ხმა – კრის ჰარისი.

აღსანიშნავია, რომ “ჯი-თი მოტორსი” თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე აშენებს BMW-ს, MINI-სა და BMW Motorrad-ის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ შოურუმს რეგიონში. ამ პროექტში კომპანია ათობით მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციას ახორციელებს.  “მომავლის შოურუმი” Retail.Next-ის პრინციპით იმუშავებს, რაც BMW-ს ახალ საცალო კონცეფციას წარმოადგენს, რომელიც უკვე მრავალ ქვეყანაში იქცა წარმატებულ მოდელად. “ჯი-თი მოტორსი” BMW ჯგუფს ოფიციალურად 2022 წლის 1 სექტემბრიდან წარმოადგენს.

S