ესთეტიკური მედიცინის სფერო საქართველოში სწრაფად ვითარდება. ამ პირობებში კი ხარისხზე, უსაფრთხოებასა და ინდივიდუალურ მიდგომაზე მოთხოვნა იმატებს, რაც ბაზარზე კონკურენციას ზრდის. უკვე მეოთხე წელია, ესთეტიკური კლინიკა „ჰელსი ლუქი“ ამ კონკურენტულ გარემოში ოპერირებს. ბაზარზე თავის დამკვიდრებასთან ერთად გეგმავს, თბილისის საზღვრებს გასცდეს და ბათუმსა და ქუთაისშიც გაფართოვდეს. კლინიკის დამფუძნებლები, ელენე ქოიავა და ნინო კობაიძე, Forbes Georgia-ს „ჰელსი ლუქის“ კონცეფციაზე, სტანდარტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.
ავტორი: ანტონ კოკაია
ელენე, რა არის „ჰელსი ლუქის“ ძირითადი კონცეფცია და რა გამოარჩევს მას ქართულ ბაზარზე?
„ჰელსი ლუქი“ მრავალპროფილური ესთეტიკური კლინიკაა, რომლის კონცეფცია ჯანმრთელობაზე ორიენტირებულ ესთეტიკას და მკაფიო სტანდარტებს ეფუძნება. ჩვენთვის სილამაზე არ არის ზედაპირული ცვლილება. ის იწყება კანისა და სხეულის ჯანმრთელობაზე ზრუნვით, სწორი დიაგნოსტიკით და ინდივიდუალური მიდგომით.
კლინიკა შექმნილია როგორც პრივატული, მშვიდი სივრცე, სადაც პაციენტის კომფორტი და უსაფრთხოება პრიორიტეტულია, სადაც ესთეტიკური მედიცინა სრულად არის ინტეგრირებული სამედიცინო სტანდარტებთან. ვმუშაობთ მხოლოდ ოფიციალური შემომტანების მიერ მოწოდებული, ბოლო თაობის აპარატურით, სერტიფიცირებული პრეპარატებით და პრემიუმ-ხაზის პროდუქციით, რაც საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ უსაფრთხო და პროგნოზირებადი შედეგი.
რა განსაზღვრავს დღეს ესთეტიკური კლინიკის პრემიურ ხარისხს?
დღეს კლინიკის პრემიული ხარისხი განისაზღვრება არა მხოლოდ თანამედროვე აპარატურით, ტექნოლოგიური აღჭურვილობით ან ფასით, არამედ კომპლექსური მიდგომით პაციენტის მიმართ, პასუხისმგებლობით და შედეგის ხარისხით. ვმუშაობთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც ნიშნავს სრულ შესაბამისობას ჯანდაცვის რეგულაციებთან, უსაფრთხო პრეპარატებს და ინოვაციურ ტექნოლოგიებს და, რაც მთავარია, მკაცრ ჰიგიენასა და უსაფრთხოების კონტროლს.
კლინიკას მიღებული აქვს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია, რაც ნიშნავს, რომ ყველა პროცედურა ტარდება მოქმედი რეგულაციებისა და სამედიცინო გაიდლაინების სრული დაცვით.
ეს მოიცავს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრ კონტროლს, ინსტრუმენტების სრულ სტერილიზაციას, ავტოკლავის გამოყენებას, სამედიცინო ნარჩენების მართვის სტანდარტების დაცვას და პაციენტის უსაფრთხოების ყველა აუცილებელი პროტოკოლის შესრულებას.

რას ნიშნავს ეს უშუალოდ მომხმარებლისთვის – რას აკეთებთ მათთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად?
მომხმარებლისთვის ეს ნიშნავს არა მხოლოდ სამედიცინო მომსახურებას, არამედ სრულყოფილი, მაღალი დონის გამოცდილების მიღებას.
მრავალპროფილური კლინიკის გახსნაზე დიდხანს ვფიქრობდი. 11 წელი ვცხოვრობდი ინგლისში და ვსწავლობდი ბიზნესს, სწორედ იქ ჩამომიყალიბდა ხედვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი სერვისი, პროფესიონალიზმი და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა.
ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბაზარზე ბევრი ესთეტიკური ცენტრი და კლინიკაა, მომხმარებელი ხშირად მაინც ვერ იღებს იმ ხარისხს, უსაფრთხოებასა და შედეგზე ორიენტირებულ მომსახურებას, რასაც რეალურად ეძებს და იმსახურებს.
ჩემთვის წარმატებული ბიზნესი უპირველესად ნიშნავს კმაყოფილ მომხმარებელს და უკვე შემდეგ – ფინანსურ სარგებელს, ამიტომ მთავარი პრიორიტეტი ჩემთვის მომხმარებელი და მისი უსაფრთხოებაა. გუნდის შერჩევა და დაკომპლექტება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო, ჩვენთან მუშაობენ მხოლოდ მაღალკვალიფიციური ექიმები და დერმატოლოგები. ვფიქრობ, სწორედ ჩვენი გუნდია კლინიკის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი განმაპირობებელი.
„ჰელსი ლუქი“ არის სივრცე, სადაც თითოეული დეტალი პაციენტის კომფორტსა და კონფიდენციალურობაზეა გათვლილი. ჩვენ უზრუნველვყოფთ პროცესის სრულ გამჭვირვალობას, რომელიც ზედმიწევვნით შეესაბამება სეგმენტის მოლოდინს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა თავი იგრძნოს უსაფრთხოდ, დაცულად და თავდაჯერებულად როგორც პროცესის განმავლობაში, ასევე მის შემდეგ.

აღნიშნეთ, რომ კლინიკა კლიენტებს კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს. რა ტიპის პროცედურებს მოიცავს ეს?
კლინიკის მომსახურებაში შედის ნუტრიციოლოგია, დერმატოლოგია, დერმატო-კოსმეტოლოგია, ინიექციური დერმატოლოგია, კოსმეტოლოგია, ენდოკრინოლოგია, Deka ალექსანდრიტის ლაზერი DEKA AGAIN, რომელიც გახლავთ გრან-პრის მფლობელი და არის სრულიად უმტკივნეულო.
გარდა ამისა, მომხმარებლისთვის ჩვენთან ხელმისაწვდომია სხეულის აპარატურული მოდელირება და ცელულიტისა და ჭარბი ცხიმის სამკურნალო პროცედურები – LPG Endermologie, KRF ლიფტინგი და დინამიკური ტალღა, რომელიც უახლესი თაობის უნიკალური აპარატია ცელულიტის შესამცირებლად, კანის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად და ელასტიკურობის გასაზრდელად.
დაგხვდებათ ასევე პრესოთერაპია და სპა-პროცედურები, სადაც სხეულის მასაჟების დიდი არჩევანია, ეს იქნება სამკურნალო და სარელაქსაციო მასაჟები თუ საკორექციო და ოთხი ხელით შესრულებული მასაჟი, ტანის პილინგები და შეფუთვები სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად. გვაქვს Deka – IPL ლაზერის პროცედურები: აკნეს, როზაცეას თუ პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ; Deka – Nd:YAG ლაზერის პროცედურები: ონიქომიკოზის (ფრჩხილის სოკო), კაპილარებისა და ვარიკოზული ვენების მკურნალობა; ცივი პლაზმით, PlasmaGE – კანზე სხვადასხვა წარმონაქმნის მოცილება. ელექტროეპილაცია. ვატარებთ DB Milano-ს არაინვაზიურ პროცედურებს, როგორიცაა, არაინვაზიური ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, ბიოსტიმულაცია, ასევე, სხვადასხვა ქიმიური პილინგი.
კომფორტთან და პრივატულობასთან ერთად, სწორედ მომსახურების ასეთი ფართო არჩევანი განაპირობებს ჩვენი კლინიკის კომპლექსურ მიდგომას.
ნინო, ვისაუბროთ ესთეტიკურ ტურიზმზე. რას სთავაზობს „ჰელსი ლუქი” უცხოელ კლიენტებს და რამდენად ხშირად მოგმართავენ ისინი?
ესთეტიკური ტურიზმი საქართველოში აქტიურად ვითარდება და ჩვენი კლინიკაც ამ პროცესის ნაწილია. ძალიან ხშირად მოგვმართავენ ემიგრანტები და უცხოელი პაციენტები მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. მათი არჩევანი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ საქართველოში ისინი პრემიუმ-ხარისხს იღებენ.
ვთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტის ესთეტიკურ მედიცინას, კომპლექსურ და ინდივიდუალურად დაგეგმილ მკურნალობას, დროის ოპტიმიზაციას, რაც გულისხმობს რამდენიმე პროცედურის ეფექტიან კომბინაციას, პრივატულ გარემოში და მაღალი დონის სერვისზე დაფუძნებულ გამოცდილებას.

ელენე, „ჰელსი ლუქი” ამერიკული ბრენდის, Lucrece Skin Care-ის, ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. მოგვიყევით, რას ნიშნავს ეს თქვენი მომხმარებლებისთვის.
Lucrece Skincare-ი კანის მოვლის ამერიკული პრემიუმ-ბრენდია, რომელიც წარმოადგენს მედიცინაზე დაფუძნებულ, პროფესიონალურ კანის მოვლის სისტემას.
ბრენდი აერთიანებს როგორც პროფესიონალურ (კლინიკური ხაზი), ისე სახლის მოხმარების ხაზს. მას აქვს პროდუქციის ფართო არჩევანი, რომელიც მორგებულია ყველა ტიპისა და მდგომარეობის კანზე, იქნება ეს, ერთი მხრივ, ანტიასაკობრივი და დამატენიანებელი ხაზი, თუ, მეორე მხრივ, მგრძნობიარე და როზაცეასადმი მიდრეკილი, ცხიმიანი და აკნესადმი მიდრეკილი, ან პიგმენტაციისადმი მიდრეკილი კანისათვის განკუთვნილი პროდუქცია.
Lucrece-ის ერთ-ერთი მთავარი ძალა არის მისი ფორმულირების სიღრმე. ის დაფუძნებულია ღეროვან უჯრედებზე, პეპტიდებზე და ეგზოსომების ტექნოლოგიებზე, რაც უზრუნველყოფს კანის რეგენერაციასა და ხარისხის გაუმჯობესებას.
ბრენდი არ შეიცავს პარაბენებს, არ ხდება მისი ტესტირება ცხოველებზე და ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს.
Lucrece მნიშვნელოვნად ცვლის კლიენტის გამოცდილებას, რადგან ის ქმნის სისტემურ მიდგომას კანის მოვლაში, სადაც პროცედურები და ყოველდღიური მოვლა ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რაც ნიშნავს, რომ კლიენტი იღებს ინდივიდუალურად შერჩეულ კანის მოვლის გეგმას, პროფესიონალური ხაზის პროდუქტებს, რომლებიც გამოიყენება კლინიკურ პროტოკოლებში და სახლში გაგრძელებულ სწორ მოვლას, რაც აძლიერებს პროცედურების შედეგს.
ასევე ბრენდის მაღალი ტექნოლოგიური დონე, ღეროვანი უჯრედების, პეპტიდებისა და ეგზოსომების მიმართულებით, გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ უფრო სტაბილური, პროგნოზირებადი და ხარისხიანი შედეგი. საბოლოოდ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს კლიენტისთვის, რადგან ისინი იღებენ არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ სრულად მართულ, პროფესიულ და შედეგზე ორიენტირებულ კანის მოვლის სისტემას.

როგორ შედგა თქვენი თანამშრომლობა მათთან?
ჩვენი თანამშრომლობა დაიწყო პირადი გამოცდილებით და შედეგით. მე თავად ვიყენებდი Lucrece-ის პროდუქტებს წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კანის მდგომარეობის, როზაცეას მართვის პროცესში. ამ ეტაპზე როზაცეას განკურნება არ არის შესაძლებელი, მაგრამ შესაძლებელია სიმპტომების მინიმუმამდე დაყვანა. ჩემს შემთხვევაში ეს სიმპტომები, რომლებიც გახლავთ კანის სიწითლე, სიმხურვალე და შეშუპება, სრულად აალაგა Lucrece-ის როზაცეასადმი განკუთვნილმა პროდუქციამ, რაც, ფაქტობრივად, განკურნების ტოლფასია.
სწორედ ამ პრაქტიკულმა გამოცდილებამ და მიღებულმა შედეგმა მოგვცა საფუძველი, რომ დაგვეწყო ოფიციალური პარტნიორობა, რამაც ძალიან გაამართლა. ბრენდმა დიდი მოწონება დაიმსახურა მომხმარებლებში და შედეგებიც არაჩვეულებრივი მივიღეთ.
დაბოლოს, ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზეც. როგორ წარმოგიდგენიათ „ჰელსი ლუქის“ მომავალი?
მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, „ჰელსი ლუქი” განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას გეგმავს. კლინიკის სტაბილურმა ზრდამ და მომხმარებელთა მაღალმა მომართვიანობამ დაგვანახა, რომ პრემიურ და უსაფრთხო ესთეტიკურ მედიცინაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონშიც.
ამ ეტაპზე ვმუშაობთ გაფართოების სტრატეგიაზე, რაც თბილისში მეორე ფილიალის დამატებას, ასევე ბათუმსა და ქუთაისში ოპერირების დაწყებას მოიცავს. აღნიშნულ ქალაქებში მოთხოვნა უკვე არსებობს და ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ადგილობრივად შევთავაზოთ იმავე ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისი, რომელსაც „ჰელსი ლუქი” დღეს წარმოადგენს.
სამომავლოდ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უცვლელია – თანამედროვე ტექნოლოგიების, სამედიცინო სტანდარტებისა და მაღალი ხარისხის სერვისის გაერთიანებით შევქმნათ ესთეტიკური მედიცინის ძლიერი და სანდო ბრენდი რეგიონში.
S











