ქართული ინოვაციური სტარტაპებისა და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობა – საქართველოში Ready4EIC-ის პროგრამა ხორციელდება, რომელიც კომპანიებს ზრდის, დაფინანსების მოზიდვისა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლისთვის მომზადებაში დაეხმარება.
პროგრამა განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ქმნიან ინოვაციურ პროდუქტებს, ტექნოლოგიებსა თუ ბიზნესმოდელებს და განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად შესაბამისი სტრატეგიის, დაფინანსებისა და საერთაშორისო შესაძლებლობების მოძიება სურთ.
ქართულ სტარტაპებსა და მცირე და საშუალო ბიზნესებს პროგრამის შესაძლებლობებთან აკავშირებს Startup Büro – საქართველოში Ready4EIC-ის Innovation Hub.
Ready4EIC-ის ფარგლებში მონაწილე კომპანიები გაივლიან პრაქტიკულ ონლაინ-ტრენინგებსა და მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს, რომლებიც დაეხმარებათ ბაზარზე განვითარებაში, დაფინანსების მოძიებაში, ბიზნესისა და საინვესტიციო გეგმის გაუმჯობესებასა და ინვესტორებთან კომუნიკაციისთვის მომზადებაში.
პროგრამა მონაწილეებს ასევე შესაძლებლობას აძლევს, უკეთ გაეცნონ Horizon Europe-ის, European Innovation Council-ის (EIC) და სხვა ევროპულ შესაძლებლობებს.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
Ready4EIC განკუთვნილია სტარტაპებისთვის, SME-ის კრიტერიუმების შესაბამისი scale-up-ებისა და ინოვაციური მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებიც:
- ოფიციალურად რეგისტრირებული კომპანიები არიან;
- ჰყავთ 250-ზე ნაკლები თანამშრომელი და მათი წლიური ბრუნვა არ აღემატება 50 მილიონ ევროს;
- მუშაობენ ინოვაციების, ციფრული გადაწყვეტილებების, deep-tech-ის ან green-tech-ის მიმართულებით.
Ready4EIC-ის მიზანია ინოვაციური კომპანიების ზრდისა და საინვესტიციო მზაობის გაძლიერება და მათი ევროპულ დაფინანსებასა და საერთაშორისო შესაძლებლობებთან დაახლოება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 17 აგვისტო, 01:59 AM საათი, თბილისის დროით.
📋განაცხადის ფორმა:
https://bit.ly/4wqj0ux
ℹ️დამატებითი ინფორმაცია:
https://bit.ly/4pXyLGN
პროგრამასთან ან განაცხადის პროცესთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით სტარტაპ ბიუროს გუნდს:
nini@startupburo.org / mariam@startupburo.org
S














