2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგი – კვარაცხელიამ მე-6 ადგილი დაიკავა

2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგი – კვარაცხელიამ მე-6 ადგილი დაიკავა

ფოტო: Getty Images

 

ლონდონში, France Football-ის მიერ გამართულ რიგით 70-ე ღონისძიებაზე, „ოქროს ბურთი“ ინგლისელ ფეხბურთელს, ჰარი კეინს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა ეს ჯილდო კარიერაში პირველად მოიგო. ქალთა შორის 2026 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი ესპანელი ალექსია პუტელიასი გახდა, რომელმაც ჯილდო კარიერაში მესამედ მოიგო.

„ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ვინგერი, ხვიჩა კვარაცხელიაც იყო. აღსანიშნავია, რომ მან ეს ნომინაცია კარიერაში მესამედ მიიღო. ქართველი ფეხბურთელი რეიტინგში მე-6 ადგილზე გავიდა და ათეულში გადაუსწრო ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან: უსმან დემბელე (საფრანგეთი, პსჟ), ერლინგ ჰაალანდი (ნორვეგია, მანჩესტერ სიტი), მაიკლ ოლისე (საფრანგეთი, მიუნხენის ბაიერნი) და ფაბიან რუისი (ესპანეთი, პსჟ).

ხვიჩა ჯილდოზე პირველად 2023 წელს წარადგინეს, როდესაც 30 ფეხბურთელს შორის მე-17 ადგილი დაიკავა. კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის მომდევნო წელსაც მოხვდა და ამ შემთხვევაში რეიტინგში მე-12 ადგილი დაიკავა.

2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. ჰარი კეინი (ინგლისი)
2. კილიან მბაპე (საფრანგეთი)
3. ლამინ იამალი (ესპანეთი)
4. როდრი ერნანდესი (ესპანეთი)
5. ლიონელ მესი (არგენტინა)
6. ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო)
7. უსმან დემბელე (საფრანგეთი)
8. ერლინგ ჰაალანდი (ნორვეგია)
9. მაიკლ ოლისე (საფრანგეთი)
10. ფაბიან რუისი (ესპანეთი)
11. ჯუდ ბელინგემი (ინგლისი)
12. პაუ კუბარსი (ესპანეთი)
13. აშრაფ ჰაკიმი (მაროკო)
14. ვიტინია (პორტუგალია)
15. დეკლან რაისი (ინგლისი)
16. ფერან ტორესი (ესპანეთი)
17. ვინისიუს ჟუნიორი (ბრაზილია)
18. მარკ კუკურელია (ესპანეთი)
19. ჟოაო ნევეში (პორტუგალია)
20. ვილიან პაჩო (ეკვადორი)
21. გაბრიელი (ბრაზილია)
22. ლაუტარო მარტინესი (არგენტინა)
23. ნუნუ მენდეში (პორტუგალია)
24. ლუის დიასი (კოლუმბია)
25. მარკინიოსი (ბრაზილია)
26. დაიო უპამეკანო (საფრანგეთი)
27. ბრუნო ფერნანდეში (პორტუგალია)
28. ხულიან ქინიონესი (მექსიკა)
29. ვილიამ სალიბა (საფრანგეთი)
29. სადიო მანე (სენეგალი)

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი