Unicorn Solutions-ის წვლილი საქართველოს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებაში

Unicorn Solutions-ის წვლილი საქართველოს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებაში

საქართველოს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ ხარისხიან პროდუქტებზე წვდომა, არამედ პროფესიული ცოდნის, საერთაშორისო გამოცდილებისა და თანამედროვე პრაქტიკების გაზიარებაც. სწორედ ამ მიდგომით მუშაობს Unicorn Solutions-ი, რომელიც მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს პარტნიოერბის პროფესიულ განვითარებას.

Unicorn Solutions-ი საქართველოს HoReCa-სექტორზე ორიენტირებული იმპორტ-დისტრიბუტორი კომპანიაა. მისი მიზანია, მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტი, როგორც HoReCa, ისე საცალო სექტორში (unicorn.ge), ხელმისაწვდომი გახადოს. გუნდის გამოცდილება ამ ინდუსტრიაში 15 წელს აღემატება. წლების განმავლობაში დაგროვილმა ცოდნამ კომპანიას საშუალება მისცა, ინდუსტრიის სტრუქტურული ხარვეზები სიღრმისეულად შეესწავლა და პარტნიორებისთვის მოქნილი, მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისი შეეთავაზებინა.

გარდა მრავალი მასტერკლასისა, რომლებსაც Unicorn Solutions-ი ყოველწლიურად ატარებს თავისი პარტნიორებისთვის, აღსანიშნია ბოლო პროექტი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორი ბრენდის, El Tequileño-ს, თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

საქართველოს წამყვანი ბარების — Telegraph, Radisson Blu Iveria, Sasadilo, Spot Bar, Apotheka, Garage Bar, Forno, Ambre და Sakhelosno Bar — წარმომადგენლები მექსიკის ქალაქ ტეკილაში, El Tequileño-ს საწარმოს ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახლოს გაცნობოდნენ  ტეკილის წარმოების პროცესს და დაგეგმილ აქტივობებში მიეღოთ მონაწილეობა. პროექტის მიზანი ცოდნაზე, გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიულ განვითარებაზე დაფუძნებული თანამშრომლობის კულტურის შექმნა იყო.

სფეროში მრავალწლიანმა გამოცდილებამ Unicorn Solutions-ს საშუალება მისცა, ახლოდან დაენახა ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის სექტორის საჭიროებები და თანამშრომლობის ისეთი მოდელი შეექმნა, რომელიც მხოლოდ პროდუქტის იმპორტითა და მიწოდებით არ შემოიფარგლება.

კომპანიაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და პროფესიონალებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

„ჩვენ მუდმივად ვეძებთ გზებს, რომ საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარებაში წვლილი შევიტანოთ. ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიონალებისთვის საერთაშორისო პრაქტიკებზე პირდაპირი წვდომა. სწორედ ამიტომ გვინდოდა, ჩვენს პარტნიორებს საკუთარი თვალით ენახათ წარმოების პროცესი, გაცნობოდნენ სრულიად განსხვავებულ პროფესიულ გარემოს და მიღებული გამოცდილება საქართველოში საკუთარ საქმიანობაში გამოეყენებინათ. ამ კონკრეტული პროექტისთვის მადლობა გვინდა გადავუხადოთ El Tequileño-ს ოჯახს, რომელმაც თავისი სახლის კარი გაგვიღო და ტეკილის წარმოების კულტურას გვაზიარა, ასევე მექსიკის საკონსულოს ანკარაში  მათი მხარდაჭერისა და ჩართულობის გარეშე პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა,“ — ალექსანდრე გოგიაშვილი, ხელმძღვანელი.

El Tequileño მექსიკური ტეკილის ბრენდია, რომელიც გამოცემა The Spirits Business-მა 2024 და 2025 წლებში „წლის ტეკილის ბრენდად“ დაასახელა. საქართველოში ბრენდის ექსკლუზიური იმპორტიორი Unicorn Solutions-ია.

Unicorn Solutions-ის ხედვით, კომპანიებს შორის თანამშრომლობა მხოლოდ პროდუქტის მიწოდებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და სჯერათ, რომ მათი როლი ბევრად დიდია, ვიდრე უბრალოდ პარტნიორების პროდუქციით მომარაგება.

„ჩვენ გვჯერა, რომ დისტრიბუტორ-იმპორტიორ კომპანიასა და მის პარტნიორ ბარებსა და რესტორნებს შორის ურთიერთობა არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ პროდუქტის მიწოდებითა და ანგარიშსწორებით. გვინდა, პარტნიორებმა დაინახონ, რომ ჩვენი სახით გუნდის დამატებით წევრს იძენენ, რომელიც ყოველთვის მზადაა, გვერდში დაუდგეს და იზრუნოს მათზე. პარტნიორებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა და მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა იმ ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია, რომლის აშენებაც გვსურს,“ – ნიკა ქიქავა, საოპერაციო დირექტორი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ Unicorn Solutions-ი მომავალშიც გეგმავს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მსგავსი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც უშუალოდ სფეროს პროფესიონალების განვითარებას, ისე საქართველოში სტუმარმასპინძლობის სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებას.

S