SpaceX-ისა და Tesla.Inc-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის ქონება გასულ დღეებში მომხდარი ინციდენტის შემდეგ $5.6 მილიარდით შემცირდა, Tesla-ს აქციები კი 3.8%-ით დაეცა.
საუბარია შაბათს, ჰიუსტონში 2019 წლის Tesla Model S-ის ავარიაზე, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რის შემდეგაც ის ხეს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლის ადგილას არავინ იყო, რასაც შემთხვევის ადგილზე მყოფი უბნის ინსპექტორიც აღნიშნავს. წინასწარი ინფორმაციით, დადგენილი არ არის, გამოიწვია თუ არა ავარია თვითმართვადმა სისტემამ.
ცნობისთვის, ილონ მასკის ქონება, რომელიც მსოფლიოში მესამეა უმდიდრეს ადამიანთა სიაში, ახლა $174.1 მილიარდია. მილიარდერთა რიგებში პირველ და მეორე ადგილს Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი (ქონება – $195.9 მილიარდი) და Louis Vuitton-ის პრეზიდენტი, ბერნარ არნო (ქონება – $180.3 მილიარდი) ინაწილებენ.
ავარიის შემდეგ Tesla-ს ავტოპილოტის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. შემთხვევას აშშ-ის ავტოუსაფრთხოების სააგენტო გამოიძიებს, რის შემდეგაც ზუსტად გაირკვევა, რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი. შედეგები კი ილონ მასკის ბედს მნიშვნელოვნად შეცვლის.