ძლიერი პასპორტის მთავარი მახასიათებელი მარტივი მიმოსვლაა – ვიზისა და ყველანაირი დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე. მართალია, პანდემიამ მობილობა გაართულა და ქვეყნებს შორის გადაადგილების სიხშირე მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ მაინც საინტერესოა, ვის – სად და რამდენად მოქნილად შეუძლია მოგზაურობა.
ამის დადგენა The Henley Passport Index-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით შეგვიძლია, რომელიც უკვე 16 წელია, ძლიერი პასპორტების სიას საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით ამუშავებს.
როგორც ირკვევა, ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც ყველაზე მეტ, ანუ 193 სახელმწიფოში შეუძლიათ უვიზოდ გადაადგილება, იაპონიაა. ჩამონათვალში მას მოსდევს სინგაპური და სამხრეთი კორეა. ეს უკანასკნელი მე-3 ადგილს გერმანიასთან იყოფს.
თუ საპირისპირო შედეგებს დავაკვირდებით, მობილობა ყველაზე რთული პაკისტანში, სირიაში, ირანსა და ავღანეთში მცხოვრებლებისთვისაა.
ცნობისთვის, საქართველო სიაში 50-ე ადგილს იკავებს (110-დან), რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გასამგზავრებლად ხელმისაწვდომი ქვეყნების სია 116-დან იწყება.
გთავაზობთ სიის პირველ ათეულს (რანგით), საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლებს:
ქვეყანა | რანგი | ხელმისაწვდომი ქვეყნების რაოდენობა |
იაპონია | 1 | 193 |
სინგაპური | 2 | 192 |
სამხრეთი კორეა | 3 | 191 |
გერმანია | 3 | 191 |
იტალია | 4 | 190 |
ფინეთი | 4 | 190 |
ესპანეთი | 4 | 190 |
ლუქსემბურგი | 4 | 190 |
დანია | 5 | 189 |
ავსტრია | 5 | 189 |
შვედეთი | 6 | 188 |
საფრანგეთი | 6 | 188 |
პორტუგალია | 6 | 188 |
ნიდერლანდები | 6 | 188 |
ირლანდია | 6 | 188 |
შვეიცარია | 7 | 187 |
აშშ | 7 | 187 |
გაერთიანებული სამეფო | 7 | 187 |
ბელგია | 7 | 187 |
ახალი ზელანდია | 7 | 187 |
ნორვეგია | 8 | 186 |
საბერძნეთი | 8 | 186 |
მალტა | 8 | 186 |
ჩეხეთი | 8 | 186 |
კანადა | 9 | 185 |
ავსტრალია | 9 | 185 |
სლოვაკეთ | 10 | 183 |
ლიეტუვა | 10 | 183 |
უნგრეთი | 10 | 183 |
პოლონეთი | 10 | 183 |
… | … | … |
რუსეთის ფედერაცია | 48 | 118 |
საქართველო | 50 | 116 |
თურქეთი | 52 | 111 |
აზერბაიჯანი | 74 | 68 |
სომხეთი | 78 | 64 |