კლასიკური მანქანების ბაზრის სიძლიერის კიდევ ერთი გამოხატულება აუქციონზე 20.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდული McLaren F1-ია. F1 ერთი-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მანქანების ხაზია, რომლის ღირებულებაც მისი იშვიათობითა და ავტოინდუსტრიის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილით განისაზღვრება. სწორედ აღნიშნული მოდელი გახდა ყველაზე დიდი ღირებულების მქონე აუქციონზე გაყიდული ავტომობილი მიმდინარე წელს და ყველაზე ძვირადღირებული McLaren F1, რომელიც ოდესმე გაყიდულა.
საინტერესოა, რომ ავტომობილის გაყიდვისას დაიდო პირობა, რომლის მიხედვითაც ძვირადღირებული მანქანების გაყიდვის დაპაუზების შემდეგ, შვიდ და რვანიშნა ავტომობილების გაყიდვები მაინც მაღალ დონეზე შენარჩუნდება.
კალიფორნიაში გამართულ მონტერეის ავტომანქანების კვირეულზე, გაყიდვები 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 34%-ით გაიზარდა. კვირეული რამდენიმე აუქციონს, შოუსა და დაჯილდოვების ცერემონიალს მოიცავს. გაყიდვების მოცულობამ კი 210 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
თუმცა, კვირეულის აშკარა ფავორიტი McLaren F1 აღმოჩნდა. ავტომანქანამ ავტომოყვარულთა ყურადღება კვირეულზე გამოჩენის დღიდან მიიპყრო და კოლექციონერები მის ფასს დიდი მონდომებით აკვირდებოდნენ.
F1 ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე სუპერმანქანად ითვლება. McLaren-ს კი მხოლოდ 100 F1 ჰყავს დამზადებული, ასე რომ მისი გამოჩენა ამგვარ აუქციონებზე დიდი მოულოდნელობაა. კოლექციონერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოუთმენლად ელოდებიან აუქციონებს აღნიშნული ეგზემპლარების შესაძენად.