Amazon-ი ინდოელ მილიარდერ მაკეშ ამბანთან რითეილ-კომპანიის 9.9%-იანი წილის შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ Nasdaq-ი საქმესთან დაკავშირებულ პირებზე დაყრდნობით წერს.
შეგახსენებთ, კონგლომერატ Reliance Industries-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე, თვის დასაწყისში ამბანიმ განაცხადა, რომ კომპანია ინვესტორებისგან იღებს შეთავაზებებს და შესაძლოა, უახლოეს მომავალში თავიანთ პროფილს რამდენიმე ახალი ინვესტორი დაემატოს.
შეგახსენებთ, ამბანის კიდევ ერთმა კომპანიამ Jio Platforms-მა ბოლო პერიოდში $20 მილიარდზე მეტი ინვესტიცია მოიზიდა ათობით ინვესტორისგან, რომელთა შორის არიან ისეთი გიგანტები, როგორიცაა Google-ი, Silver Lake-ი და General Atlantic-ი.