Apple-ი პირობას დებს, რომ 2030 წლისთვის სრულად კარბონ-ნეიტრალური გახდება. ეს შეეხება სრულად ამ ტექნოლოგიური გიგანტის გეგმებს, მათ შორის მიწოდების ქსელს, წარმოების პროცესს და მისი პროდუქციის სიცოცხლისუნარიანობას. მაგალითად, iPhone-ს, რომელსაც 2030 წელს იყიდით, ექნება ნულოვანი გავლენა გარემოზე.
როგორც CNN წერს, Apple-ი გეგმავს თავის პროდუქტში ნახშირბადის მოცულობა შეამციროს, გამოიყენოს განახლებადი ენერგია და ისეთი მასალა წარმოებისთვის, რაც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაფრქვევას შეზღუდავს.
აღსანიშნავია, რომ მსგავს ნაბიჯებს თანდათან უფრო და უფრო მეტი კომპანია დგამს, მაგალითად, Amazon-იც აპირებს შეცვალოს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში თავისი პოლიტიკა, რათა მისი საქმიანობა უფრო ეკომეგობრული იყოს.
როგორც ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი ნაივეს დოლსაკი ამბობს, ტენდენცია, რომ ბიზნესები თანდათან ეკომეგობრულ პოლიტიკაზე გადადიან, პოზიტიურია, თუმცა, აღნიშნავს რომ მხოლოდ განცხადებები არ არის საკმარისი კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად, ამისათვის საჭიროა ქმედებებიც.