პოლონელმა მილიარდერმა 57 მლნ ფუნტი გადაიხადა ლონდონში მდებარე მდიდრულ სახლში. საუბარია დომინიკა კულჩიკზე, რომელმაც ცენტრალურ ლონდონში მდებარე ფეშენებელური სახლი დეველოპერ, მაიკ სპინკისგან შეიძინა.
შენაძენთან დაკავშირებით მილიარდერი და გამყიდველიც კომენტარს არ აკეთებენ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების მანძილზე ლონდონში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე საკმაოდ ძვირადღირებული გარიგებები შედგა. მდიდარი ადამიანები ცდილობენ ისარგებლონ შედარებით სუსტი ბრიტანული ვალუტით და სასურველი ქონების ყიდვა მოასწრონ მანამ, სანამ უცხოელი ინვესტორებისთვის შეძენასთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში ახალი გადასახადი ამოქმედდება, რაც ბრექსითის განხორციელების გამო მოსალოდნელია.
წყარო: Telegraph