ADB წევრ ქვეყნებს COVID-19-ის ვაქცინის შესაძენად $20 მლნ გრანტით დაეხმარება

ADB წევრ ქვეყნებს COVID-19-ის ვაქცინის შესაძენად $20 მლნ გრანტით დაეხმარება

აზიის განვითარების ბანკმა მისი წევრ ქვეყნებში COVID-19-ის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ტექნიკური დახმარების სახით 20.3 მილიონი დოლარის გრანტი გამოყო. 

“ფულადი რესურსი ხელმისაწვდომი იქნება ADB-ის განვითარებადი წევრებისთვის ვაქცინასთან დაკავშირებული ჯანდაცვის სისტემების შეფასებისა და ქვეყნის მზაობის გეგმის განსავითარებლად, რათა მოხდეს შესაძლებლობების გაძლიერება ვაქცინაზე უსაფრთხო და ეფექტური ხელმისაწვდომობის, მისი შესწავლის, გავრცელების, მიწოდებისა და მონიტორინგისთვის”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

“აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონმა კოვიდ-19-ის გავრცელების შესაკავებლად საერთო ჯამში კარგად იმუშავა. უსაფრთხო, ეფექტურ და საჭირო რაოდენობის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგი საფეხურია”, – განაცხადა ADB-ის მდგრადი განვითარების და კლიმატის ცვლილებების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ვოჩონგ უმმა. –  “აღნიშნული გრანტით, ADB-ის შეუძლია დაეხმაროს განვითარებად წევრებს მიიღონ სასწრაფო ზომები, მათ შორის ვაქცინის სისტემის შეფასებისა და ვაქცინის განაწილების სტრატეგიების განსასაზღვრად, რათა უზრუნვეყოფილ იქნას ვაქცინის ეფექტურად და სამართლიანად მიწოდება”.

აღნიშნული ტექნიკური დახმარების 20 მილიონ აშშ დოლარს ADB-ის ტექნიკური დახმარების სპეციალური ფონდი (TASF) გამოყოფს, ხოლო 300,000 აშშ დოლარი იაპონიის მთავრობის მაღალი დონის ტექნოლოგიების ფონდის მიერაა დაფინანსებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.