ადგილობრივი ექსპორტი 2023 წლის იანვარ-ივლისში გასულ წელთან შედარებით 22%-ით შემცირდა

ადგილობრივი ექსპორტი 2023 წლის იანვარ-ივლისში გასულ წელთან შედარებით 22%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $3.6 მილიარდი შეადგინა, რაც 15.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 48.2 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.0 პროცენტით შემცირდა და $1.7 მილიარდს გაუტოლდა.

ექსპორტის ტენდენციები საქართველოში 2020-2023 წლების იანვარ-ივლისში (მლნ. აშშ დოლარი)

 

 

წყარო: საქსტატი

2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 76.2 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (323.6 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (236.7 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (217.5 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 375.5 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 21.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 149.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 111.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.4 პროცენტი).

 

განმარტება: ადგილობრივი ექსპორტი მოიცავს როგორც ქვეყანაში წარმოებული, ისე საზღვარგარეთიდან იმპორტირებული იმ საქონლის ექსპორტს, რომელმაც განიცადა არსებითი სახეცვლილება ან ქვეყნის ფარგლებში გადამუშავების შედეგად მოხდა მისი ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა.