საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.0 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტი 4.2 მლრდ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 2.4 პროცენტით), ხოლო იმპორტი 10.5 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა 3.3 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარ-აგვისტოში 6.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.2 პროცენტია.
უშუალოდ აგვისტოში ექსპორტმა 641.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ერთი წლის განმავლობაში 30 პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო იმპორტი 1.3 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის იყო, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5 პროცენტით ნაკლები.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის წინა თვესთან შედარებით აგვისტოში ექსპორტიც შემცირდა 6.3 პროცენტით და იმპორტიც 8.8 პროცენტით.