აგვისტოში უცხოური ვალუტის რეზერვები 23.4 მილიონი დოლარით შემცირდა

აგვისტოში უცხოური ვალუტის რეზერვები 23.4 მილიონი დოლარით შემცირდა

2017 წლის აგვისტოში, წინა თვესთან, ივლისთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 23.4 მილიონი დოლარით (0.9%-ით) შემცირდა.

ბოლო ერთ წელიწადში უცხოური ვალუტის რეზერვები 28 მილიონი დოლარით (1%-ით) არის გაზრდილი. 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით, სავალუტო რეზერვები 167 მილიონი დოლარით (5.8%-ით) არის შემცირებული.

2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 1.974 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 736 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.

გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.