Airbnb-ის CEO აქციების პირველადი საჯარო განთავსების შედეგად $6.5 მილიარდით გამდიდრდა

Airbnb-ის CEO აქციების პირველადი საჯარო განთავსების შედეგად $6.5 მილიარდით გამდიდრდა

Airbnb-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ბრაიან ჩესკი კომპანიის აქციების პირველადი საჯარო განთავსების შედეგად $6.5 მილიარდით გამდიდრდა, რის შემდეგაც ის 200 უმდიდრესი ადამიანის სიაში შევიდა. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

ამჟამად ჩესკის ქონება $11 მილიარდს შეადგენს.

ცნობისთვის, Airbnb-ის აქციების ფასი გაორმაგდა და $68-ს მიაღწია.

“ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი რიცხვი მესმის. არ ვიცი რა ვთქვა“, – განაცხადა ჩესკიმ Bloomberg-ის ეთერში, როდესაც მას უთხრეს რომ აქციების ფასი ამ დონემდე იყო მისული.

Airbnb-ი პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა, რაც სამოგზაურო შეზღუდვებმა განაპირობა. კომპანიამ 2020 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში $2.5 მილიარდის ოდენობის შემოსავლების შესახებ განაცხადა, რაც 48%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

Airbnb-ი სამმა ადამიანმა – ბრაიან ჩესკიმ, ნათან ბლეჩარჩიკმა და ჯო გებიამ 2008 წელს სან-ფრანცისკოში დააარსეს, როდესაც თავიანთი ბინის გაქირავება დაიწყეს ერთ-ერთი კონფერენციის დროს.