ქალაქი დუბაი ვიზიტორებს ახალი წლის დღესასწაულის გამორჩეულად აღნიშვნისთვის უამრავ იდეას სთავაზობს: მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მახლობლად აღმაფრთოვანებელი ფეიერვერკები, პლაჟის ხალისიანი წვეულებები მეგავარსკვლავების წარმოდგენებით… ქალაქი დაუვიწყარ და ექსტრაორდინარულ საახალწლო დღესასწაულებს ჰპირდება ვიზიტორებს.
სადღესასწაულო ფეიერვერკი
ტრადიციულად, საახალწლო ზეიმი დუბაიში გრანდიოზული ფეიერვერკით აღინიშნება. ყოველწლიურად მსოფლიოში ყველაზე დიდი ცათამბჯენი – ბურჯი ხალიფა სანახაობრივ ლაზერულ და პიროტექნიკურ მეგაშოუს მასპინძლობს. ფეიერვერკის საყურებლად საუკეთესო ადგილია ახლომდებარე რესტორანი CÉ LA VI Address Sky View Hotel-ში, Asado Palace Downtown ან Abd El Wahab სავაჭრო კომპლექსში Souk Al Bahar. Palm Jumeirah პალმა ჯუმეირას კუნძულის სტუმრებს შეგიძლიათ ისიამოვნოთ საახალწლო ფეიერვერკით Atlantis The Palm-ის ზემოთ მდებარე AURA Skypool -ის პანორამული აუზის ტერასიდან.
პიკნიკი პლაჟზე
წინასაახალწლო პიკნიკის მოწყობა შესაძლებელია Kite Beach-ზე, მდიდრულ ბურჯ ალ-არაბთან ახლოს. ადრიანად მისვლა უმჯობესია, რათა თვალი ადევნოთ, წელიწადის ბოლო დღეს თუ როგორ ნელა ეშვება მზე სპარსეთის ყურეში. შემდეგ შესაძლებელია The Beach Promenade-ზე გაემგზავროთ, Jumeirah Beach Residence-ის მოპირდაპირედ მდებარეობს და რომელიმე რესტორნის ტერასაზე დაჯავშნოთ მაგიდა. როგორც კი საათი 12-ს ჩამოკრავს, ღამის ცას სადღესასწაულო ფეიერვერკების მილიონობით შუქით გაჩაღდება, რაც ჯადოსნურ ატმოსფეროს შექმნის.
Global Village – საახალწლო სოფელი
ახალი წლის წინა დღეს შეგიძლიათ სეზონურ ბაზრობას – Global Village ეწვიოთ. საგანგებო პავილიონებში უნიკალური ნივთები და სუვენირები მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნიდან იყიდება. სტუმრებს შეგეძლებათ გაისეირნოთ ღია სივრცეში, ისიამოვნოთ თემატური ატრაქციონებით, დააგემოვნოთ გემრიელი კერძები, მთელი ღამის განმავლობაში დატკბეთ მუსიკალური შოუებით და კულტურული ცეკვებით.
სადღესასწაულო „ვაიბები“ City Walk-ში
საახალწლო განათებებით მორთულ სავაჭრო კომპლექს City Walk -ში გასეირნება მთელ ოჯახზე ნათელ/წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს, ადგილობრივი კაფეები და რესტორნები კი მრავალფეროვანი სადღესასწაულო მენიუთი აღგაფრთოვანებთ. ოთხკერძიანი საახალწლო ვახშმისთვის შეგიძლიათ თურქულ სტეიკჰაუს Butcha-ში წახვიდეთ, ხოლო აღმოსავლური სამზარეულოს მოყვარულებს საახალწლო განწყობას არაბულ კაფე Sikka Cafe -სა და რესტორანი Boaz შეგიქმნით, რომლებიც მთავარ მოედანზე მდებარეობს. ასევე, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ტრადიციული სამზარეულოს მოყვარულებმა არაბული ჩაის სახლი უნდა მოინახულოთ. ის 15 წუთის სავალზეა ქალაქი City Walk -დან ისტორიულ ალ ფაჰიდის რაიონში.
ახალი წლის ღამე დუბაის Time Out Market-ში
ახალი წლის შესახვედრად დუბაიში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია Time Out Market Dubai. მისი ტერასიდან სტუმრებს ბურჯ ხალიფას თვალწარმტაცი ხედით და სადღესასწაულო ღამის განსაცვიფრებელი ფეიერვერკის შოუთი შეუძლიათ დატკბნენ. საახალწლო მენიუში ქალაქის საუკეთესო შეფ-მზარეულებისგან 250 კერძია წარმოდგენილი, ხოლო გასართობი პროგრამაში შედის მუსიკალური ჯგუფი The Reda Mafia, DJ Akmaral-ის, 360 გრადუსიანი ფოტო ჯიხური, ოჩოფეხების, ილუზიონისტების და აკრობატების წარმოდგენები.
საზეიმო ვახშამი DIFC-ში
ეჭვგარეშეა, რომ დუბაის ქალაქის ცენტრი ბურჯ ხალიფა წვეულების ერთ-ერთ მთავარ მოვლენად რჩება. თუმცა, ნამდვილად ღირს ყურადღება მიაქციოთ ქალაქის ფინანსურ ცენტრსაც – DIFC, სადაც იმდენად ბევრი შესანიშნავი რესტორანია, რომ ზოგჯერ რთულია იმის განსაზღვრა, თუ საიდან ჯობს დაიწყოთ კულინარიული მოგზაურობა. ამიტომ, განიხილეთ ახალი წლის აღნიშვნა ერთ-ერთ მათგანში, მაგალითად, როგორიცაა გილდია (The Guild). რესტორანი 17 000 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი და რამდენიმე გასტრონომიულ კონცეფციას აერთიანებს. ახალი წლის ღამეს „გილდია“ გურმანებს ხუთკერძიან დახვეწილ ვახშამს და ვრცელ გასართობ პროგრამას შესთავაზებს.
ახალი წელი უდაბნოში
რა შეიძლება იყოს უფრო ეგზოტიკური, ვიდრე ახალი წლის უდაბნოში აღნიშვნა? ეკო-რესტორანი Sonara Camp – ნამდვილი ოაზისია ქვიშის დიუნებს შორის. საახალწლო პროგრამა მოიცავს გართობას მთელი ოჯახისთვის, გალა-ვახშამს, მუსიკოსების სპექტაკლებს და გრანდიოზულ ფეიერვერკების შოუს.
ახალი წელი დუბაის ლეგენდარულ სასტუმროებში
Atlantis The Palm სტუმრებს გრანდიოზულ ოჯახურ საახალწლო წვეულებაზე იწვევს. „ატლანტისის“ სტუმრებს სადღესასწაულო გალა ვახშმით გაუმასპინძლდებიან და მდიდარ გასართობ პროგრამას შესთავაზებენ. საღამოს მთავარი მოვლენა ცნობილი მომღერლის სტინგის გამოსვლა იქნება. კონცერტი დუბაის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ფეიერვერკით დასრულდება, რომელიც მოიცავს ტერიტორიას Atlantis The Palm -დან მიმდებარე Atlantis The Royal-მდე.
ახალი წლის აღნიშვნა შეგიძლიათ Rixos Premium Dubai -ში გრანდიოზული მასშტაბის ლამაზ წვეულებაზე. სტუმრებს სადღესასწაულო გალა ვახშამი და ცნობილი მომღერლის – ჯონ ნიუმენის წარმოდგენა ელით. მომღერალი თავის პოპულარულ ჰიტებს შეასრულებს, მათ შორის Love Me Again და Call Your Name. Rixos The Palm Dubai Hotel & Suites -ში სტუმრები დატკბებიან დახვეწილი ვახშმით, დიჯეის პერფორმანსებით და კარლტონ ჯეი სმიტისა და ემბერ ტრიოს კონცერტით. კურორტის Rixy Kids Club-ის პროგრამა ასევე უზრუნველყოფს პატარების საახალწლო გართობას საბავშვო ბუფეტის, ჯადოსნური შოუს, კლოუნის წარმოდგენის და მრავალი სხვა გასართობის ჩათვლით.
ახალი წელი დუბაიში შეუდარებელი და დაუვიწყარი იქნება. ქალაქი ყოველწლიურად აგრძელებს ვიზიტორების გაოცებას, 2024 წლისთვის იგეგმება რამდენიმე სასტუმროს გახსნა, მათ შორის Jumeirah Marsa Al Arab, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 386 ნომრით, ოთხი პენტჰაუსითა და 83 მდიდრული აპარტამენტით. სასტუმროს ექნება სამსართულიანი სპა, რამდენიმე საცურაო აუზი და მსოფლიოში ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილი 10 რესტორანი და ბარი.
ამჟამად დუბაიში Ciel Tower მშენებლობა მიმდინარეობს – მეგაპროექტი, დასრულების შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო გახდება, რომელიც ამჟამად ეკუთვნის გევორას სასტუმროს შეიხ ზაიედ გზაზე. სასტუმრო, რომლის სიმაღლე 365 მეტრი იქნება, 82 სართულზე განთავსებულ 1209 მდიდრულ ლუქს და მომსახურე რეზიდენციას მოიცავს. სტუმრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სასადილოების ექსკლუზიური ვარიანტები, მათ შორის, Sunset Lounge 74-ე სართულზე და Horizon Bar 76-ე სართულზე, მდიდრული სპა და ჯანმრთელობის კლუბი 61-ე სართულზე. მას დააგვირგვინებს Ciel Observatory & Lounge 81-ე სართულზე, განსაცვიფრებელი უსასრულო აუზი და ბარი – 82-ე სართულზე და სახურავზე Sky Terrace.
გარდა ამისა, 2024 წელს დუბაის არხის ტერიტორიაზე მცურავი მეჩეთის მშენებლობა იგეგმება. ეს ინოვაციური მეჩეთი სამი სართულისგან შედგება, რომელთაგან ერთი წყალქვეშ იქნება. დაწესებულებაში შედის სალოცავი ოთახი, რომელიც შექმნილია 75-მდე მლოცველის ერთდროულად მოსათავსებლად.
მომავალი წლის ღონისძიების კალენდარი ისეთი ენერგიული იქნება, როგორც არასდროს. ქალაქი უმასპინძლებს გასტრონომიულ ფესტივალებს, შოპინგის ექსტრავაგანზებს, საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებს, მათ შორის გოლფის, ჩოგბურთის და პოლოს ტურნირებს, ასევე ხელოვნების გამოფენებსა და კულტურულ ღონისძიებებს.
დუბაი, მსოფლიოს ყველაზე დინამიკური ქალაქი, ახალი წლის ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად აღსანიშნავად, ყველას ეპატიჟება მხიარულებისა და ზეიმის უბადლო ატმოსფეროში.