All Media Baltics უზრუნველყოფს საუკეთესო ხარისხის სატელევიზიო მიღებას SES-ის ვიდეოს მეშვეობით

All Media Baltics უზრუნველყოფს საუკეთესო ხარისხის სატელევიზიო მიღებას SES-ის ვიდეოს მეშვეობით

ბალტიისპირეთის წამყვანი მაუწყებელი სატელევიზიო პაკეტს ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში აღმოსავლეთის 5 გრადუსზე მდებარე თანამგზავრი Astra-ს მეშვეობით გადასცემს. 

SES-ის მიერ გამოცხადებული მრავალწლიანი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, „All Media Baltics”-ის ფასიანი სატელევიზიო აბონენტები მაუწყებლის HD ხარისხის არხების პაკეტით ისარგებლებენ, რომელიც  პრემიუმ სატელევიზიო არხებს მოიცავს.

ხელშეკრულების შესაბამისად, „All Media Baltics“ გამოიყენებს თანამგზავრი ASTRA 4A-ს შესაძლებლობის მქონე რამდენიმე ტრანსპონდერს თავად შექმნილი 5 არხის და სრული ფასიანი სატელევიზიო არხების პაკეტის გადასაცემად ბალტიისპირეთში, რომელიც მოიცავს გასართობ, სპორტულ და კინო არხებს. 

“All Media Baltics“ შეიქმნა 2017 წლის ოქტომბერში, „Providence Equity Partners“-ის მიერ ბალტიისპირეთში „Modern Times Group“-ის ყველა მედია და ფასიანი სატელევიზიო კომპანიის შეძენის შემდეგ, რომელიც იმ დროისათვის უკვე SES-ის სერვისებს იყენებდა საკუთარი სატელევიზიო პაკეტების გადასაცემად. ამ ხელშეკრულებით „All Media Baltics“ უზრუნველყოფს მაუწყებლობის უწყვეტობას საკუთარი მაყურებლებისთვის და აკონტროლებს SES-ის ძირითადი ორბიტული პოზიციის დიდ ნაწილს სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის რეგიონში: ამ შეთანხმებით, SES-მა მოიცვა ბალტიისპირეთის 1.73 მილიონი ტელემაყურებელი ოჯახი, რაც ამ ბაზარზე არსებული ოჯახების 65%-ს შეადგენს. 

“ჩვენ მომხმარებელს არა მხოლოდ პრემიუმ ხარისხის DTH მომსახურებას ვაწვდით, არამედ საუკეთესო პოზიცია გვიკავია ბალტიისპირეთის ოჯახებისთვის მაღალი გარჩევადობის კონტენტის მიწოდების თვალსაზრისით, რადგან ამ რეგიონში თანამგზავრის მეშვეობით მიწოდებული HDTV-ის  78%-ს ვფარავთ,” განაცხადა SES Video-ის გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტმა სკანდინავიის ქვეყნებში, ჰაკან სიოდინმა. “ჩვენ მოხარულნი ვართ, დავაკმაყოფილოთ „All Media Baltics“-ის საჭიროებები DTH-ის მაღალი გარჩევადობის მიწოდების მიმართულებით  და გვსურს დავეხმაროთ მათ ზრდასა და განვითარებაში.” 

“სატელევიზიო გართობა მოითხოვს მაღალი ხარისხის კონტენტს და ასევე საიმედო სამაუწყებლო მომსახურებებს მაყურებელთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად,” განაცხადა „All Media Baltics“-ის ოპერაციების დირექტორმა, არვილს კუპრისმა. “SES-ს დიდი გამოცდილება აქვს უმაღლესი ხარისხის სამაუწყებლო მომსახურებების მიწოდების კუთხით.  დარწმუნებულები ვართ, რომ კომპანია SES-ი უზრუნველყოფს პრემიუმ ხარისხის გასართობი კონტენტის  მომსახურებების მიწოდებას ჩვენი მაყურებლებისათვის.“