Amazon-ი $100 მლნ ოდენობის ინვესტიციას გეგმავს ინდურ ფარმაცევტულ კომპანიაში - ET

Amazon-ი  $100 მლნ ოდენობის ინვესტიციას გეგმავს ინდურ ფარმაცევტულ კომპანიაში - ET

Amazon-ი დაახლოებით $100 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას მოიაზრებს ინდოეთის ფარმაცევტულ კომპანია Apollo Pharmacy-ში. ამის შესახებ Economic Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ცნობისთვის, Amazon-ი ინდოეთში მედიკამენტების მიტანის სერვისს უკვე უზრუნველყოფს, დამატებით კიდევ პოტენციური ინვესტიცია ამ სექტორში კი იმაზე მეტყველებს, რომ კონკურენცია იზრდება, განსაკუთრებით ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის მაკეშ ამბანის კომპანია Reliance-ისთვის, რომელიც ასევე მსგავსი ბიზნესითაა დაკავებული.

Amazon-ი ჯერჯერობით საჯაროდ არ ადასტურებს პოტენციური ინვესტიციის შესახებ. თუმცა, ის კი ცნობილია, რომ კომპანია ინდოეთში გაფართოებას გეგმავს. პარალელურად კი ფართოვდება ამერიკაშიც და ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტების მიტანის სერვისსაც ამატებს, რაც საფრთხეს უქმნის ისეთი კომპანიების ბიზნესებს, როგორებიცაა Walgreens-ი, CVS Health-ი და Walmart-ი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *