Amazon-ი ბაიდენს: ვაქცინაციის პროცესში ჩვენს თანამშრომლებსაც მიანიჭეთ პრიორიტეტი

Amazon-ი ბაიდენს: ვაქცინაციის პროცესში ჩვენს თანამშრომლებსაც მიანიჭეთ პრიორიტეტი

Amazon-ი აშშ-ის ახალ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სთხოვს თავისი თანამშრომლები ვაქცინის დისტრიბუციის დროს გაითვალისწინოს და პრიორიტეტი მიანიჭოს.

ბაიდენს შესაბამისი წერილი ტექ-კომპანიამ უკვე გაუგზავნა, რომელშიც Amazon-ის ერთ-ერთი აღმასრულებელი დეივ კლარკი ასევე აღნიშნავს, რომ მისი კომპანია მზადაა დაეხმაროს ქვეყანას 100 მლნ ამერიკელის ვაქცინაციაში.

ამასთან კლარკი ამბობს, რომ Amazon-ს აშშ-ში 800 000-ზე მეტ თანამშრომელი ჰყავს, რომლებიც ლოგისტიკურ ცენტრებში, მონაცემთა ცენტრებსა და კომპანიის მაღაზიებში მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებენ. ამიტომაც მისი თქმით, აუცილებელია, რომ რაც შეიძლება ადრე დაიწყოს მათი ვაქცინაცია.

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Amazon-ი თავისი თანამშრომლებისთვის ცდილობს ვაქცინის დროულად უზრუნველყოფას. გასულ თვეს კლარკმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრებს გაუგზავნა წერილი ვაქცინაზე დროულად წვდომის უზრუნველყოფის თხოვნით. მსგავსი თხოვნით უწყებას მიმართა Uber-მაც თავისი მძღოლებისთვის, ასევე ეროვნულმა რითეილ-ფედერაციამ.

შეგახსენებთ, Amazon-მა ჯერ კიდევ ოქტომბერში განაცხადა, რომ პანდემიის პერიოდში კომპანიის 19 000-ზე მეტი თანამშრომელი დაინფიცირდა, ამიტომაც კომპანიისთვის მნიშვნელოვანია დროული ვაქცინაცია.