Amazon-ის წლის მთავარი ტექნოლოგიური ღონისძიება 28 ოქტომბერს გაიმართება

Amazon-ის წლის მთავარი ტექნოლოგიური ღონისძიება 28 ოქტომბერს გაიმართება

Amazon-ის საშემოდგომო ღონისძიება, რომელიც ბოლო წლებში საკულტო მოვლენად იქცა, 28 სექტემბერს, თბილისის დროით საღამოს რვა საათზე დაიწყება, – ამის შესახებ ინფორმაცია, ინდივიდუალურ მოსაწვევებთან ერთად, ტექნოლოგიურმა გიგანტმა სხვადასხვა მედიასაშუალებას გაუგზავნა. აღსანიშნავია, რომ მოსაწვევებში Amazon-ი საკმაოდ სიტყვაძუნწი აღმოჩნდა: გამოცემა The Verge-ის ინფორმაციით, ამ ღონისძიებაზე „Amazon-ის უახლესი მოწყობილობები, ფუნქციონალი და სერვისები გამოჩნდება“.

გასულ წლებში ამ ღონისძიებაზე Amazon-მა არაერთი საინტერესო ტექნოლოგიური სიახლე წარმოადგინა, მათ შორის ახალი Echo დინამიკი, Alexa-ს განახლებული ფუნქციონალი, Ring-ის ბრენდის კამერები და Eero-ს ბრენდის როუტერები. გარდა ამისა, საშემოდგომო ღონისძიებაზე ტექნოლოგიური გიგანტი ექსპერიმენტულ პროდუქციასაც წარმოადგენს – ასე გამოჩნდა Echo-ს ბრენდის ბეჭედი და სათვალე და Ring-ის ბრენდის დრონი. შესაძლოა, ამ ღონისძიებაზე Amazon-მა საკუთარი ბრენდის მქონე ტელევიზორებიც წარმოადგინოს, რომელთა შესახებ სექტემბრის დასაწყისში Forbes Georgia-ც წერდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *