Netflix-მა მწერალ როალდ დალის კომპანია შეიძინა

Netflix-მა მწერალ როალდ დალის კომპანია შეიძინა

Netflix-მა უელსში დაბადებული, წარმოშობით ნორვეგიელი მწერლის, როალდ დალის კომპანია The Roald Dahl Story Company შეიძინა – გარიგების შესახებ ინფორმაციას უშუალოდ Netflix-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაიწყო, როცა ახალი ანიმაციური სერიალების შესაქმნელად, Netflix-მა საავტორო უფლებები მოიპოვა. ამჟამად Netflix-ი ორ საინტერესო პროექტზე მუშაობს: ოსკაროსანი რეჟისორი ტაიკა ვაიტიტი და ოსკარზე ნომინირებული ფილ ჯონსტონი „ჩარლისa და შოკოლადის ფაბრიკის“ ახლებურ ანიმაციურ სერიალზე მუშაობენ, ხოლო Sony-სა და Working Title-ის დახმარებით, მალე „მატილდას“ განახლებულ ვერსიას ვიხილავთ.

„ამ პროექტებმა კიდევ უფრო ამბიციური მიზანი დაგვანახვა: უნიკალური სამყაროს შექმნა, რომელიც გააერთიანებს როგორც ანიმაციურ, ისევე მხატვრულ ფილმებს, ტელეგადაცემებს, გამოცემებს, თამაშებს, თეატრალურ წარმოდგენებსა და სხვა პროდუქტებს. როალდ დალის წიგნები სამოცდასამ ენაზეა თარგმნილი – მსოფლიოში ამ წიგნების სამას მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, ხოლო მატილდამ, დიდმა კეთილმა გოლიათმა, სასწაულმოქმედმა მისტერ ფოქსმა და ვილი ვონკამ ბავშვებისა და მოზარდების არაერთი თაობა გაახარეს. ეს ამბები და მათში ახალგაზრდების სიძლიერისა და შესაძლებლობების შესახებ გაჟღერებული ამბები ასეთი რელევანტური არასდროს ყოფილა“, – ვკითხულობთ Netflix-ის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ, ბიზნესის კუთხით, ეს გარიგება Netflix-ისთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს, რადგან როალდ დალის ამბებისა და პერსონაჟების გაცოცხლებით, ისინი Disney-ს და Illumination-ს გაუწევენ კონკურენციას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინ Illumination-მა დოქტორ სიუსის ნაწარმოებების გაცოცხლება გადაწყვიტა და უკვე „გრინჩის“ გადაღებაც მოასწრო.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როალდ დალის ნაწარმოებები საოცრად პოპულარულია მკითხველთა ყველა თაობაში: დღემდე, მსოფლიოში მისი ნაწარმოებების სამას მილიონზე ეგზემპლარი არის გაყიდული და ახლაც, თითო წიგნი ყოველ 2.6 წამში იყიდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *