Amazon-მა პირველი მაღაზია გახსნა სიეტლში, რომელიც სრულად სალაროს გარეშე მუშაობს

Amazon-მა პირველი მაღაზია გახსნა სიეტლში, რომელიც სრულად სალაროს გარეშე მუშაობს

Amazon-მა პირველი სასურსათო მაღაზია გახსნა სიეტლში, რომელიც სრულად სალაროს გარეშე მუშაობს. Amazon Go დაახლოებით 930 კვ. მეტრის ფართობზეა გადაჭიმული და ის მყიდველებს სთავაზობს სასურველი პროდუქცია შეიძინონ ისე, რომ სალაროს რიგში არ იდგნენ.

Amazon-ის სასურსათო მაღაზიაში იყიდება ხორცი, ზღვის პროდუქტები, პური, მზა კერძები და სასმელებიც, მათ შორის ლუდი და ღვინო.

„ჩვენ ვთავაზობთ ორგანული და სტანდარტული პროდუქტების ნარევს სხვადასხვა ცნობილი ბრენდისგან, ასევე განსაკუთრებული ადგილობრივი წარმოების პროდუქტებს“, – განაცხადეს კომპანიაში.

Amazon-მა პირველი მსგავსი მაღაზია 2018 წელს გახსნა. მას შემდეგ კომპანიამ 24 მაღაზია ჯამში სხვადასხვა ლოკაციებზე გახსნა, მათ შორის ნიუ-იორკში ჩიკაგოში, სან-ფრანცისკოსა და სიეტლში.

მსოფლიოს წამყვან რიტეილ კომპანიას, მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს სასურსათო ბიზნესის კუთხით და მუშაობს კიდევ უფრო გაზრდასა და განვითარებზე.

წყარო: Businessinsider

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.