ამერიკის დახმარების მიმღებთა შორის საქართველო მოწინავე ადგილზეა

ამერიკის დახმარების მიმღებთა შორის საქართველო მოწინავე ადგილზეა

საგარეო დახმარების პროგრამებს ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომლის საწყისი მიზანი სიღარიბის შემცირება და ეკონომიკური ზრდის წახალისება იყო.  ასეთი დახმარება მასობრივი უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა, რომლის ძირითადი მიმღები განვითარებადი ქვეყნებია. მათ რიგებში კი დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე საქართველოც არის. 

საქართველომ 2008-22 წლებში ორმხრივი ოფიციალური დახმარების სახით ჯამში 8 973.7 მლნ აშშ დოლარი მიიღო, რომლის დიდი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარებაა.  ბოლო ათწლიან პერიოდში საქართველოსთვის აშშ-სგან გაცემული ორმხრივი დახმარება ჯამში 2.17 მილიარდი აშშ დოლარია, რაც მთლიანი დახმარების მხოლოდ 24.2%-ს შეაგდებს.  

აშშ-ის შემდეგ მსხვილი დონორი გერმანიაა, რომლის დახმარებამ $1.2 მილიარდი შეადგინა, რაც მთლიანი დახმარების 13.9%-ია. 9.5%-იანი წილით მეორე ადგილს საფრანგეთი იკავებს, რომლის დახმარებებმა ბოლო ათწლიან პერიოდში 854.6 მლნ დოლარი შეადგინა.  

ევროპაში საქართველო ამერიკის საგარეო დახმარების თვალსაჩინო ბენეფიციარია, რადგან, 2021 წლის მონაცემებით, კოსოვოს შემდეგ, ერთ მოსახლეზე დახმარების განაწილებით, ყველაზე მეტი საქართველომ მიიღო. აშშ-სგან მიღებული დახმარება ერთ მოსახლეზე საშუალოდ  26.8 აშშ დოლარი იყო, რაც პირველ ადგილზე მყოფ კოსოვოს დახმარებას მხოლოდ 5.3 აშშ დოლარით ჩამორჩება.   

 

შენიშვნა: ორმხრივი დახმარება მოიცავს მხოლოდ ერთი ქვეყნის სხვა ქვეყნისთვის გაწეულ პირდაპირ ოფიციალურ დახმარებას. გარდა ამისა, ქვეყნები იღებენ საერთაშორისო თანამეგობრობის ორგანიზაციებიდან დახმარებებს. ამდენად, აღნიშნული არ მოიცავს მთლიან საერთაშორისო დახმარებას.  აშშ-ის დახმარების ნაწილში 2022 წლის ფისკალური წლის მაჩვენებელი ხელმისაწვდომია, მაგრამ  რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და მიმდინარე ომის შემდეგ, აშშ-ის დახმარება წარსულის არსებულ ტენდენციას არ იზიარებს. შესაბამისად, ევროპის მიმართ აშშ-ის დახმარების პოლიტიკის საილუსტრაციოდ აღებულია 2021 ფისკალური წლის მონაცემები.       

წყარო: ინფორმაცია მოპოვებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა  და განვითარების ორგანიზაციის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებიდან.