ამერიკის საზღვაო ძალების ისტორიაში პირველად უმაღლესი სასწავლო კურსი მეზღვაურმა ქალმა დაასრულა

ამერიკის საზღვაო ძალების ისტორიაში პირველად უმაღლესი სასწავლო კურსი მეზღვაურმა ქალმა დაასრულა

ამერიკის საზღვაო ძალების ისტორიაში პირველად უმაღლესი სასწავლო კურსი მეზღვაურმა ქალმა დაასრულა.

მეზღვაური, რომელმაც 37-კვირიანი კურსი გაიარა, საზღვაო საომარი ეკიპაჟის წევრი გახდა. პენტაგონის წესებიდან გამომდინარე, ქალის ვინაობა უცნობია.

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა 2015 წელს დართეს ნება ქალებს, მონაწილეობა მიეღოთ შეტაკებაში. ჯარისკაცმა ქალმა სხვა 17 მეზღვაურთან ერთად დაასრულა შერჩევის პროცესი. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ პროგრამას მეზღვაურთა მხოლოდ 35% ასრულებს წარმატებით.

საწვრთნელი კურსი მოიცავს საბრძოლო ხელოვნებას, ნავიგაციას, განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებას, პარაშუტით ხტომას, სხვა ჯარისკაცების მტრის წინააღმდეგ წაძღოლას თუ უკან დახევის ოპერაციის ორგანიზებას.

პროგრამა სრულდება სამოცდათორმეტსაათიანი ღონისძიებით, რომელსაც ტური ჰქვია, და ამ ეტაპისთვის ჯარისკაცთა დიდი ნაწილი უკვე გარიცხულია. ტურით მოწმდება აპლიკანტის როგორც ფიზიკური, ისე მენტალური მზაობა. მათ 23 საათის განმავლობაში უნდა ირბინონ და რთულ გარემოში  8 კილომეტრი იცურონ.

აშშ-ის საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით, პროგრამაში 18 ქალი მონაწილეობდა, 14-მა ის ვერ დაასრულა; დარჩენილი სამი კი კვლავ მოსამზადებელ კურსს გადის.

აშშ-ის საზღვაო ფლოტის კონტრადმირალის თქმით, კურსის დასრულება დიდი წარმატებაა მეზღვაური ქალისთვის. მან საქმიანობისთვის საჭირო კოგნიტური და ლიდერული უნარ-ჩვევები გამოავლინა. მთელი გუნდი ამაყობს მისი წარმატებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *