ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ყოველწლიური გენერალური ასამბლეა ჩაატარა, რომელზეც დირექტორთა საბჭოს წევრები აირჩიეს. შედეგად, ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, პალატის პრეზიდენტი სარა ვილიამსონი გახდა, რომელმაც ამ თანამდებობაზე მაიკლ ქაუგილი ჩაანაცვლა. თუმცა, ეს უკანსკნელი რჩება ამერიკის სავაჭრო პალატაში და დაიკავებს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას. პალატის პირველი ვიცე პრეზიდენტი კი ირაკლი ბაიდაშვილი გახდა, რომელიც აქამდე ვიცეპრეზიდენტის პოსტზე იყო.
ონლაინ შეხვედრაზე მაიკლ ქოუგილმა და ირაკლი ბაიდაშვილმა 2019 წლის ფინანსური ანგარიშიც წარმოადგინეს.
ამ შემადგენლობით დირექტორთა საბჭო მუშაობას 2 წლის განმავლობაში გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ სარა ვილიამსონი ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის პოსტს გასულ წლებშიც იკავებდა.