ამერიკის უმსხვილესი ბანკები ეკონომიკაზე კიდევ უფრო დიდ დარტყმას ელიან

ამერიკის უმსხვილესი ბანკები ეკონომიკაზე კიდევ უფრო დიდ დარტყმას ელიან

აშშ-ის ბანკები შიშობენ, რომ ეკონომიკა კვლავ სერიოზული საფრთხის წინაშეა და სასესხო დანაკარგები კიდევ უფრო გაიზრდება.

შემოსავლების მიხედვით, ქვეყნის მეგაბანკებმა, Citigroup-მა, JPMorgan Chase-მა და Wells Fargo-მ თანხების მასობრივად დაგროვება დაიწყეს, რათა მაქსიმალურად აარიდონ თავიდან ზარალი.

აღნიშნულ ბანკებს ერთობლივად $81.2 მილიარდი აქვთ რეზერვში, რომ ნებისმიერ დროს მისცენ მომხმარებელს სესხის აღების საშუალება. ამ თანხის მხოლოდ მეოთხედი ($22.9 მილიარდი) გასულ კვარტალში დაამატეს, რაც ხაზს უსვამს ბანკების პესიმისტურ დამოკიდებულებას ეკონომიკის გამჯობესების მიმართ.

“ამ კვარტალში შესაძლო ყველაზე რთული ვითარება გავითვალისწინეთ,” – ამბობს JPMorgan Chase-ის ფინანსური დირექტორი ჯენიფერ პიპსზაკი.

Wells Fargo-ს ფინანსური დირექტორი კი ამბობს, რომ გადაუხდელი ან ვადაგადაცილებული აქტივების რაოდენობა იმაზე შეიძლება მიუთითებდეს, რომ ბევრმა მსესხებელმა სესხები დროებით გადაავადა.

არცერთი ბანკი არაა დარწმუნებული, რომ მათ რეზერვში არსებული თანხა საკმარისია. ქვეყნის ბიუჯეტის მკვეთრ შემცირებასთან ერთად, ბანკები ეპიდვითარების გაუარესებას მოელიან.

თუ ეკონომიკა მალე გაუმჯობესდება, ბანკები ამოისუნთქებენ, რადგანაც სესხების პორტფოლიოს დიდი ზარალი არ მიადგება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ბანკებს რეზერვში არსებული თანხის გაზრდა მოუწევთ, რათა მოემზადონ ბიზნესების დახურვისთვის, მეტი სესხისთვის და გადავადებისთვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *