ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

ანჯელინა ჯოლიმ სამშაბათს სასამართლოს ახალი დეტალები წარუდგინა მის ყოფილ ქმარ ბრედ პიტთან 2016 წელს მომხდარი ინციდენტის შესახებ. მასალების მიხედვით, ჯოლი პიტს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, როგორც მის, ასევე მათი რამდენიმე შვილის მიმართ. ინციდენტი 2016 წელს კერძო თვითმფრინავით მგზავრობისას მოხდა, რასაც ჯოლის თქმით, გახმაურებული ქორწინების დასრულებაც მოჰყვა.

ჯოლის ახალი საჩივარი, ლოს-ანჯელესის სასამართლოში, სამოქალაქო საქმის ნაწილად იქნა შეტანილი – ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთს ერთობლივ მფლობელობაში არსებულ ფრანგული ღვინის ქარხანაზე კონტროლს ედავება. დოკუმენტში, რომელიც New York Times-მა ნახა, აღწერილია 2016 წლის ინციდენტი, რომლის დროსაც განქორწინებამდე რამდენიმე დღით ადრე პიტმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მსახიობს.

მასალების მიხედვით, ჩხუბი პიტის მხრიდან ჯოლის შვილების მიმართ „ზედმეტად პატიოსან“ მოპყრობაში დადანაშაულებას მოჰყვა. როგორც დოკუმენტი აღწერს, პიტმა ყოფილ მეუღლეს ჯერ უყვირა, შემდგომ ის თვითმფრინავის კედელს მიაჯახა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ ერთ-ერთ შვილსაც, რომელმაც დედის დაცვა სცადა.

ჯოლის ადვოკატის განცხადებით, მისი კლიენტი ბრედ პიტისთვის ღვინის ქარხანაში თავისი წილის მიყიდვას განიხილავდა, თუმცა მოლაპარაკებები მას შემდგომ შეფერხდა, რაც პიტმა ყოფილ ცოლს მოსთხოვა ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე, რომელიც ჯოლის „მისი და ბავშვების მიმართ ფიზიკურ და ემოციურ შეურაცხყოფაზე“ ლაპარაკს უკრძალავდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *