Apple-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ბრენდად დასახელდა

Apple-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ბრენდად დასახელდა

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა, ინგლისური კვლევითი ორგანიზაციის, Kantar BrandZ-ის მიერ შედგენილ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების რეიტინგში პირველი ადგილი დაიბრუნა – Apple-ის ბრენდის ღირებულება $947 მილიარდად შეფასდა. შეგახსენებთ, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ბრენდად Apple-ი ბოლოს 2015 წელს დასახელდა.

საინტერესოა, რომ 2021 წელს Apple-მა გართობისა და ქლაუდ-ტექნოლოგიის მიმართულებებით 800 მილიონამდე გამომწერი მოაგროვა, ხოლო Apple Studios-ის წარმოების კინოსურათი „Coda“ – სტრიმინგ-სერვისის მიერ შექმნილი პირველი ოსკაროსანი ფილმი გახდა. აქვე უნდა ითქვას, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის წოდება Apple-მა კომპანიის აქციათა ფასის 25%-იანი კლების მიუხედავად მიიღო.

ონლაინვაჭრობის ამერიკული გიგანტი, Amazon-ი, რომელიც შარშან ყველაზე ძვირად ღირებულ ბრენდად დასახელდა, წელს მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა. მეორე ადგილი Google-მა დაიკავა, ხოლო მეოთხე – Microsoft-მა. საინტერესოა, რომ მეხუთე ადგილი მოდის ფრანგულმა გიგანტმა, LVMH SE-მ დაიკავა – ის მაღალი კლასის ტანსაცმლის პირველი ბრენდია, რომელიც აღნიშნული რეიტინგის ათეულში მოხვდა. რაც შეეხება ამერიკულ Tesla-ს, ის 18 ადგილით დაწინაურდა და 2022 წლის სიაში 29-ე ადგილი დაიკავა.

ინგლისური Kantar BrandZ-ი კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც კომპანიების ბრენდების მათ საბაზრო ღირებულებაზე და გაყიდვებზე გავლენას შეისწავლის. Kantar BrandZ-ის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგის პირველ ათეულს Forbes Georgia უცვლელად გთავაზობთ:

Apple – $947 მილიარდი
Google – $820 მილიარდი
Amazon – $706 მილიარდი
Microsoft – $611 მილიარდი
Tencent – $214 მილიარდი
McDonald’s – $197 მილიარდი
Visa – $191 მილიარდი
Facebook – $186 მილიარდი
Alibaba – $170 მილიარდი
Louis Vuitton – $124 მილიარდი
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *