Apple-ის თანადამფუძნებელმა, სტივ ვოზნიაკმა კოსმოსური კომპანია შექმნა

Apple-ის თანადამფუძნებელმა, სტივ ვოზნიაკმა კოსმოსური კომპანია შექმნა

Apple-ის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, გამომგონებელმა და ანტრეპრენიორმა სტივ ვოზნიაკმა და Ripcord-ის დამაარსებელმა, ალექს ფილდინგმა კოსმოსური კომპანია Privateer Space-ი შექმნა, – ამის შესახებ ვოზნიაკმა Twitter-ზე დაწერა, სადაც კომპანიის შესახებ გადაღებული ვიდეოც გამოაქვეყნა.

როგორც ვიდეოში ჩანს, Privateer Space-ი სხვებისგან სრულიად განსხვავებული კომპანიაა, რომელიც დედამიწას დაეხმარება და არა – კონკრეტულ ინდივიდს, კომპანიასა თუ ქვეყანას, რადგან კოსმოსისაკენ სწრაფვა რბოლა არ არის.

„ჩვენ ადამიანები ვართ. ერთმანეთის გვერდში დგომა, სწორი ნაბიჯების გადადგმა და სიკეთის თესვა – ჩვენი მოვალეობაა. მოდი, მოვუფრთხილდეთ იმას, რაც გვაქვს, რათა მომავალმა თაობებმა უკეთეს გარემოში იცხოვრონ“, – აღნიშნულია ვიდეოში.

ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ, რომ Privateer Space-ის მიზანია, კოსმოსი ყველასათვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გახადოს. აღსანიშნავია, რომ სექტემბერში, AMOS Tech Conference-ზე, რომელიც ჰავაის კუნძულებზე გაიმართება, Privateer Space-ი კერძო აუდიენციებს გამართავს, რომელთა დროს კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციას გავიგებთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *