შვედეთის ფინანსთა მინისტრი შესაძლოა ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი გახდეს

შვედეთის ფინანსთა მინისტრი შესაძლოა ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი გახდეს

მაგდალენა ანდერსონი შვედეთის პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ შეიძლება გახდეს, რაც მისი სოციალ–დემოკრატი კოლეგა სტეფან ლოფვენი ნოემბერში თანამდებობას დატოვებს. თუმცა, საინტერესოა, რამდენ ხანს შეინარჩუნებს იგი ამ თანამდებობას, რადგან ფინანსთა მინისტრს დიდი გამოწვევები ელოდება.

იმ შემთხვევაში, თუ ანდერსონს საკუთარი პარტია მხარს დაუჭერს, ის შვედეთის  პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი გახდება. თუმცა, ხელისუფლებაში დარჩენა საკმაოდ რთული იქნება.

გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მემარცხენე ცენტრისტული ბლოკი მომავალი წლის სექტემბრის საყოველთაო არჩევნების წინ რეიტინგით ოპოზიციურ პარტიებს ჩამორჩება. ეს კი ანდერსონისათვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

„ეს რთული სიტუაციაა, მაგრამ არა უიმედო“, – განაცხადა სოდერთონის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა ნიკ აილოტმა.

54 წლის ეკონომისტისათვის პირველი დაბრკოლების გადალახვა პარლამენტარების  მხარდაჭერის მოპოვება იქნება.

საინტერესოა, რომ პოლიტიკურ სარბიელზე ათწლეულების განმავლობაში სოციალ-დემოკრატები დომინირებდნენ, თუმცა მათი მხარდაჭერა მთელ ევროპაში შემცირდა. შვედეთში დემოკრატების პოპულისტურმა, ანტიემიგრაციულმა განცხადებებმა მათი რეიტინგის შემცირება გამოიწვია.

ანდერსონს ბიუჯეტის დასამტკიცებლად ყოფილი კომუნისტური მემარცხენე პარტიისა და ცენტრისტული პარტიის მხარდაჭერა დასჭირდება.

სავარაუდოდ, ანდერსონი ლოფვენის სოციალურ–ეკონომიკურ პოლიტიკას გააგრძელებს, რაც 2022 წლისთვის საშემოსავლო გადასახადის შემცირებას ითვალისწინებს.

„მან იცის, როგორ წავიდეს კომპრომისზე, მაგრამ ის  ბევრად უფრო პირდაპირი იქნება“, –  განაცხადა ყოფილმა სოციალური დაცვის მინისტრმა, ანიკა სტრანდჰოლმა.