2015 წლის აპრილში ბაზარზე “ჭკვიანი საათების” გამოსვლის შემდეგ, Apple-მა ორჯერ მეტი Apple Watch-ი გაყიდა, ვიდრე iPhone-ი მის სადებიუტო წელს. SmartWatch-ის გაყიდვების ოფიციალური მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს, თუმა, ანალიტიკოსების შეფასებით, ერთი წლის განმავლობაში 12 მილიონი “ჭკვიანი საათი“ გაიყიდა. შედარებისთვის, გამოშვებიდან პირველ წელს დაახლოებით 6 მილიონი iPhone-ი გაიყიდა.
Apple Watch-ის გამოყენებისთვის მომხმარებელს iPhone 5 ან iPhone 6 სჭირდება, მისი ფასი 349 დოლარიდან იწყება.