Apple-მა ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიური კომპანია NextVR-ი იყიდა

Apple-მა ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიური კომპანია NextVR-ი იყიდა

Apple-მა ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიური კომპანია NextVR-ი იყიდა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ნაბიჯი იმის მაჩვენებელია, რომ Apple-ი აგრძელებს თავისი ამბიციების განხორციელებას ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების კუთხით.

აღნიშნული გარიგება ხუთშაბათს კომპანიაში უკვე დაადასტურეს, თუმცა, შეთანხმების დეტალებზე არ საუბრობენ. “Apple-ი ყიდულობს შედარებით მცირე ზომის ტექნოლოგიურ კომპანიებს დრო და დრო, და ჩვენ როგორც წესი, არ განვიხილავთ მიზნებსა და გეგმებს“, – განაცხადა კომპანიის პრესსპიკერმა.

თავად NextVR-ი კი თავის ვებგვერდზე წერს, რომ კომპანია “ახალი მიმართულებით მიდის“.

აღსანიშნავია, რომ Apple-ი უკვე დიდი ხანია ეძებდა და აკვირდებოდა VR და AR ტექნოლოგიებს, კომპანიაში აცხადებენ, რომ შექმნეს ყურსასმენის პროტოტიპიც. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ამ დრომდეც არაერთხელ შეიძინა მცირე ზომის ტექნოლოგიური კომპანიები. თავად კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელი ტიმ კუკმაც არაერთხელ გამოხატა საჯაროდ დაინტერესება ამ ტექნოლოგიის მიმართულებით.

ვირტუალური რეალობის ტექნოლოგია მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ე.წ ჩაფხუტის და ყურსასმენების გამოყენებით გადაეშვას სხვა რეალობაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *