აპრილში ფულადი გზავნილებით საქართველოში 194 მლნ დოლარი შემოვიდა

აპრილში ფულადი გზავნილებით საქართველოში 194 მლნ დოლარი შემოვიდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2021 წლის აპრილში 2020 წლის აპრილთან შედარებით 115 მლნ დოლარით, 145%-ით გაიზარდა. აპრილში სულ 194 მლნ დოლარი გადმოირიცხა. ასეთი მაღალი ზრდა განპირობებულია იმით, რომ გასული წლის აპრილში მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები იყო დაწესებული პანდემიის გამო. თუმცა, მიმდინარე წლის აპრილში გადმორიცხული თანხა 2019 წლის აპრილის მაჩვენებელსაც აღემატება 41%-ით.

აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 26 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 16 მლნ დოლარით მეტია 2020 წლის აპრილის მაჩვენებელზე.

იანვარ-აპრილში, ჯამში, 693 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2020 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელზე 48%-ით (225 მლნ დოლარით) მეტია.

აპრილში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების მატება მნიშვნელოვანწილად რუსეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან, საბერძნეთიდან და ისრაელიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.

ქვეყნები, საიდანაც აპრილში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

ქვეყანა

აპრილი 2020

აპრილი 2021

ზრდა

რუსეთი

13.1

33.3

20.2

იტალია

13.4

31.7

18.4

აშშ

9.7

24.9

15.1

საბერძნეთი

10.2

21.7

11.6

ისრაელი

6.9

15.5

8.6

უკრაინა

2.0

8.7

6.7

აზერბაიჯანი

2.4

9.1

6.6

გერმანია

3.7

8.7

5.0

თურქეთი

5.3

9.7

4.4

ესპანეთი

1.6

4.4

2.8

წყარო: ეროვნული ბანკი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *